რატომ გამოსახა მიქელანჯელომ იესოზე გაცილებით ახლაგაზრდათ დედა ღვთისა”პიეტა”-ზე?!
როგორც ცნობილია,აღორძინების ეპოქაში მოღვაწე გენიალურმა იტალიელმა არქიტექტორმა,მოქანდაკემ,მხატვარმა და პოეტმა – მიქელანჯელო ბუონაროტიმ (1475-1564 წლები),ვატიკანში განთავსებულ წმინდა პეტრეს ტაძარში დღეისათვის წარმოდგენილი თავისი უკვდავი ქმნილება – “პიეტა” სულ რაღაც ორ წელიწადში დაამზადა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ ხელოვანის მიერ ვირტუოზულად შესრულებული ქანდაკება ბევრად უფრო ქრისტიანულ ხასიათს ატარებდა,ვიდრე მისი ადრინდელი ნამუშევრები.მიუხედავად ამისა,იგი მაინც არ შეესაბამებოდა XV საუკუნის ოსტატთა ექსპრესიულ და პათეტიკურ იდეალს,დონატელოს,სინიორელისა და მანტენიას მადონათა ტრაგიკულ დეკლამაციებსა და მწუხარე ძახილს.საყოველთაოდ ცნობილია მიქელანჯელოს მიერ შექმნილი “პიეტა”-ს ნაწარმოების ჰარმონიულობა,მშვიდი სილამაზე ახალგაზრდა ღვთისმშობლისა,რომელსაც მუხლებზე უსვენია ქრისტეს მოქნილი,მძინარე ბავშვივით მინდობილი სხეული.ეს კი გვაძლევს საფუძველს,ვიფიქროთ,რომ ბუონაროტის გულში სილამაზისათვის ზრუნვა ისეტივე ძლიერი უნდა ყოფილიყო,როგორც რწმენისათვის ზრუნვა. და რომ მისთვის გოლგოთის მშვენიერი ღმერთები ერთგვარად ენათესავებოდნენ ოლიმპოს ღმერთებს,რომელთა მომხიბვლელობაც მას მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ათრობდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ მიქელანჯელოს თავისმა მეგობარმა – ასკანიო კონდივიმ ჰკითხა,თუ რატომ გამოსახა მან “პიეტა”-ზე ღვთისმშობელი მარადიულ ახალგაზრდად,რაზეც მისგან ერთობ გონივრული ახსნა მოისმინა:
“ნუთუ არ იცი,რომ უმანკო ქალები გაცილებით კარგად ინახებიან,ვიდრე ისინი,ვინც არ არიან უმანკონი? მაშ რამდენად უფრო შეინახებოდა ღვთისმშობელი,რომლის სხეულიც არასდროს არც ერთ მცირე კადნიერ სურვილსაც არ აუღელვებია?.. მე შენ უფრო მეტსაც გეტყვი: ასეთი სიქორფე და ახალგაზრდული იერი მან ბუნებრივად მიიღო,მაგრამ ზებუნებრივი ძალით შეინარჩუნა,რომ ქვეყანას დაენახა ღვთისმშობლის სიქალწულე და მარადიული უბიწოება.იესოსათვის ასეთი სასწაული საჭირო არ იყო: პირიქით,იმის დასამტკიცებლად,რომ ღვთის ძემ ხორცი შეისხა და განიცადა ყოველივე,რაც ადამიანებმა განიცადეს,გარდა ცოდვებისა,ღვთიურს ადამიანური არ უნდაც დაეჩრდილა,პირიქით,უკეთესი იქნებოდა ადამიანურს თავისი გზით ევლო,ისე რომ ქრისტე იმ წლოვანებისა გამოჩენილიყო,რამდენისაც ნამდვილად იყო.ნუ გაგიკვირდება,თუ ამ მიზეზის გამო ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი,დედა ღვთისა,ბევრად უფრო ახალგაზრდა გამოვხატე,ვიდრე ეს მის წლოვანებას შეეფერებოდა.ხოლო იესო კი მისი ნამდვილი წლოვანებისა”. – (ავტორი გენია.ჯი)
მიქელანჯელო ბუონაროტი