ადრიანე II-ეს თავს დატეხილი საშინელი ტრაგედია…
მესამე მცდელობის შემდეგ რომის პაპად არჩეული წარჩინებული რომაული გვარის წარმომადგენელი – ადრიანე II (792-872 წლები),ცოლშვილიანი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) პონტიფიკობის პერიოდის დასაწყისში მას ორი უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს: პირველი ტრაგედია სპოლეტის ჰერცოგის,ლამბერტის მიერ რომის აღება და გაძარცვა გახლდათ,ხოლო მეორე კი პირადად მის ოჯახს დაატყდა თავს.რომის პაპის სასახლის თვალსაჩინო კარისკაცმა და მაღალი თანამდებობის მქონე საეკლესიო პირმა,სახელად – ელეფთერიოსმა,ადრიანესთან დანათესავება მოისურვა.ამ მიზნით მან მის უწმინდესობას თავისი ვაჟიშვილის დაქორწინება შესთავაზა პაპის ასულზე.თუმცა ადრიანემ ელეფთერიოსის შეთავაზებაზე კატეგორიული უარი განაცხადა,რის გამოც უარით შეურაცხყოფილმა მაღალი თანამდებობის მქონე საეკლესიო პირმა რომის პაპისადმი სასტიკი შურისძიება დაისახა მიზნად.მალევე მისი პირადი ინიციატივით გატაცებული და სასტიკად მოკლული იქნა ადრიანეს მეუღლე და ქალიშვილი.ესოდენ უდიდესი ტრაგედიით სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა რომის პაპმა მთელი თავისი გავლენა და შესაძლებლობები გამოიყენა,რათა ამ ამაზრზენი მკვლელობის შემკვეთი გამოევლინა.რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ,საქმე მართლაც გაიხსნა: ელეფთერიოსი დააკავეს.საშინელი წამების შემდეგ,რომის პაპის ცოლ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული პაპის საპყრობილეში გადაიყვანეს და იქვე დაახრჩვეს. (ავტორი გენია.ჯი)