აბრაამ ლინკოლნი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პრეზიდენტის – აბრაამ ლინკოლნის (1809-1865 წლები) ვაჟი – რობერტ ტოდ ლინკოლნი (1843-1926 წლები),ხშირად იგონებდა ხოლმე ერთ საინტერესო ისტორიას,რომელსაც აქვე გაგაცნობთ. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ პრეზიდენტი და რობერტი კარეტით მიდიოდნენ.მათ გზა გადაუღობეს ჯარისკაცებმა:
” – მამას ყოველთვის აინტერესებდა რომელი შტატიდან იყო ესა თუ ის ჯარისკაცი.მან გამოაღო კარეტის კარი,თითქმის ნახევრად გადმოიწია და მუშებს ჰკითხა: “ვინ არიან ისინი,ბიჭებო?” – მას მხედველობაში ჰქონდა ჯარისკაცთა სადაურობა.ტანმორჩილმა,წითურმა მუშამ,რომელმაც ვერ იცნო პრეზიდენტი,მამას გამგმირავი მზერა მიაპყრო და უთხრა: “ეს ხომ ჯარსიკაცთა პოლკია,სულელო ბერიაკაცო”.მამას სიცილი აუვარდა და კარეტის კარი დახურა.მხიარულებამ რომ ცოტათი გაუარა,მომიბრუნდა და მითხრა: “ბობ,ხანდახან სასარგებლოა,რომ კაცმა თავისთავზე სიმართლე გაიგოს”.ცოტა ხნის შემდეგ კი მოწყენილმა დაამატა: “ხანდახან მეც ასე ვფიქრობ ჩემს თავზე – სულელი ბერიკაცი ვარ-მეთქი”. – (ავტორი გენია.ჯი)
რობერტ ტოდ ლინკოლნი