რამდენიმე საინტერესო ფაქტი შუმერელთა შესახებ…
1. შუმერელთა წარმოდგენით,დედამიწა ბრტყელი დისკო იყო,ხოლო ცა – ცარიელი სივრცე,რომელიც ზევითაც და ქვევითაც მყარ ზედაპირს ეყრდნობოდა.დედამიწასა და ცას შორის მდებარეობდა მესამე ელემენტი – “ლილ”.ეს სიტყვა (დაახლოებით) ნიშნავს ქარს (ჰაერს,ნიავს).სივრცეს,რომელსაც “ლილ” ავსებდა,შდღევანდელი გაგებით ატმოსფეროს შეესაბამება. – (ავტორი გენია.ჯი)
2. შუმერების წარმოდგენით,სამოთხე განკუთვნილი გახლდათ არა მოკვდავ კაცთათვის,არამედ მხოლოდ უკვდავი ღმერთებისათვის.
3. პირველად შუმერებში წარმოშვა “პირადი ღმერთების” კულტი,რომლებიც ერთგვარი,მფარველი ანგელოზის ფუნცქციებს ასრულებდნენ.”პირადი ღმერთი” ჰყავდა ყოველ ადამიანს,ოჯახის ყოველ უფროსს.ისინი მიიჩნევდნენ,რომ სწორედ ისინი გახლდნენ მათთვის სიცოცხლის მიმნიჭებელნი და მათვე მიმართავდნენ ლოცვა-ვედრებით.
4. ”უმწიკვლო არავინაა დიაცის ნაშობიო”, – ასეთი წარმოდგენა გააჩნდათ შუმერელ პესიმისტებს კაცთა მოდგმის წარმომადგენელთა შესახებ. – (ავტორი გენია.ჯი)
5. შუმერელ მოაზროვნეებს,მათი მსოფლმხედველობის თანახმად,გაზვიადებული წარმოდგენა არ გააჩნდათ ადამიანსა და მის ამქვეყნიურ ხვედრზე.მათი ღრმა რწმენით,ადამიანი თიხისაგან იყო შექმნილი, და, საერთოდაც,ღმერთებმა იგი მხოლოდ იმიტომ შექმნეს,რომ მათთვის საჭმელ-სასმელი მიერთმია,საკურთხევლები აეგო და ათსგვარი სხვა სამსახური გაეწია,რათა ღმერთებს უზრუნველად ეკეთებინათ თავიანთი ღვთაებრივი საქმეები.
6. შუმერებისათვის სამყაროს მთავრი ელემენტები იყო მიწა და ცა.ამიტომ უწოდებდნენ ისინი სამყაროს – “ან-ქის”-ს,რაც “ცა-მიწას” აღნიშნავს.
7. 1947 წლამდე კანონთა უძველეს კრებულად მიჩნეული გახლდათ სახელგანთქმული ბაბილონელი მეფის ხამურაბის კანონთა კრებული,რომლის ტექსტიც ბოლოვდებოდა წყევლით იმათ მიმართ,ვინც გაბედავდა ხამურაბის კანონთა დარღვევას.თუმცა 1948 წელს არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილი იქნა კანონთა კრებული,რომელიც ეკუთვნოდა შუმერელთა ერთ-ერთი ხელისუფალს – ურ-ნამუს,რის გამოც მას მეცნიერებმა – “ურ-ნამუს კანონთა კრებული” უწოდეს.თავუის მხრივ,ურ-ნამუ გახლდათ ჩვენთვის კარგად ცნობილი ურის III დინასტიის დამაარსებელი და, სავარაუდოდ უნდა გამეფებულიყო ძვ.წ.აღ-ით 2050 წელს,ესე იგი ბაბილონელ ხამურაბიმდე სულ ცოტა,სამასი წლით ადრე. – (ავტორი გენია.ჯი)
8. შუმერები კალას “ზეციურ ლითონს” უწოდებდნენ.
9. ლიტერატურული ჟანერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა ძველ შუმერში იყო ჰიმნები.
10. საინტერესოა,რომ შუმერში სიკვდილიც კი ვერ ანთავისუფლებდა ადამიანებს გადასახადებისაგან.მიცვალებულს რომ სასაფლაოზე მიასვენებდნენ,იქ უკვე იცდიდა ათასი ჯურის მოხელე თუ მუქთამჭამელი,რათა მიცვალებულის ნათესავებისათვის რაც შეიძლება მეტი ხორბალი,ქერი,ლუდი,აგრეთვე სხვადასხვა საოჯახო ნივთი გამოეძალათ.იმ პერიოდში ერთ-ერთი მემატიანე ჩიოდა,რომ სადაც არ უნდა წასულიყავით,ყველგან გდასახადის ამკრებს გადააწყდებოდითო.