ჟან დე ლა ბრუიერის მოსაზრებები…
1. “გვხვდებიან უკვე დამჭკნარი ქალები,რომელნიც თავიანთი ვნებიანობისა თუ გარყვნილების შედეგად,ადვილად უკავშირდებიან ხელმოკლე ყმაწვილ კაცებს.არ ვიცი,რომელი უფრო შესაბრალისია,ხანდაზმული დედაკაცი,რომელსაც კურო სჭირდება,თუ კურო,რომელსაც ბებრუცუნა მონატრებია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “რომაელებს უთქვამთ,სიძულვილი უფრო იაფი გვიჯდება,ვიდრე სიყვარულიო.სხვაგვარად რომ ვთქვათ,მეგობრობა უფრო მეტს მოითხოვს,ვიდრე მტრობა.მართალია,სულაც არა ვართ ვალდებული ვეხმარებოდეთ მტერს,მაგრამ შურისძიება განა ნაკლები გვიჯდება? თუ საამო და ბუნებრივია ბოროტება მიუზღო იმას,ვინც გძულს,განა ნაკლებ საამური და ბუნებრივია სიკეთე მიუზღო იმას,ვინც გიყვარს? ნუთუ უფრო მძიმე და დამთრგუნველი არ იქნება,თუ არც ერთს გააკეთებ და არც მეორეს?”
* * *
3. “იშვიათია ისეთი სრულყოფილებით აღსავსე დედაკაცი,რომელიც დღეში ერთხელ მაინც არ აძლევდეს ქმარს საბაბს სინანულისთვის,ცოლი რად შევირთეო,ანდა,ყოველ შემთხვევაში,ბედნიერად რაცხდეს კაცს,ვისაც ცოლი არ ჰყოლია”.
* * *
4. “ერთნი სახელისა და დიდების ღირსნი არიან იმის გამო,რომ კარგად წერენ,მეორენი კი იმის გამო,რომ სულ არ წერენ”.
* * *
5. “სულელი ისაა,ვისაც იმდენი ჭკუაც კი არა აქვს,რომ თავის თავზე შეყვარებული ქარაფშუტა მაინც იყოს”.
* * *
6. “არ უნდა გვწყინდეს,თუ ვინმე კარგად არ გვიცნობს და ჩვენზე ცუდი აზრისაა.იგი ჩვენს წინააღმდეგ კი არა,თავისი წარმოდგენით შექმნილი მოჩვენების წინააღმდეგაა განწყობილი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. “ხელმწიფეს მთელი თავისი ხაზინა არ ეყოფოდა სულმდაბალ პირმოთნეთა დასაჯილდოებლად,თუკი მათ ნათქვამს ჭეშმარიტებად ჩათვლიდა.არც ძალაუფლება ეყოფოდა მათ დასასჯელად,თუ მისი შურისძიება მათგან მიყენებულ ზარალს გაუტოლდებოდა”.
* * *
8. “ვინ არის გულმოდგინე კარისკაცზე მეტად დამონებული,თუ არა უფრო მეტად გულმოდგინე კარისკაცი?”
* * *
9. “შვილები უფრო ეყვარებოდათ მამებს და შვილებს – მამები,მემკვიდრეობა რომ არ არსებობდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. “უფრო ადვილია და სასარგებლო შეითვისო სხვისი ჩვევები,ვიდრე მიაღწიო იმას,რომ სხვამ შეითვისოს შენი ჩვევები”.