ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერის შესახებ…
პირველი ატომური ბომბის შექმნისათვის დაფნის გვირგვინით შემკული გენიალური ამერიკელი ფიზიკოს-თეორიტიკოსი და პროფესორი – ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერი (1904-1967 წლები),რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, 1954 წლის გაზაფხულზე ბრალდებული იქნა ანტიამერიკულ აზროვნებასა და შესაძლო ჯაშუშობაში. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა იგი წარსდგა არა სასამართლოს წინაშე,არამედ უშიშროების კომიტეტის მიერ საგანგებოდ შექმნილი ატომური კომისიის წინაშე.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ოპენჰაიმერი და მისი რამდენიმე კოლეგა,ხიროსიმასა და ნაგასაკიში დაღუპული თითოეული ადამიანის გამო მთელი თავიანთი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდნენ.აკი რობერტმა აშშ-ის პრეზიდენტთან ჰარი ტრუმენთან საუბრისას იტირა კიდეც და საკუთარი ხელები და ტვინი დაწყევლა ატომური ბომბის შექმნის გამო (ცნობილია,რომ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ტრუმენმა საბოლოოდ მოიძულა “სინდის გაღვიძებული” ოპენჰაიმერი).ცნობილია ისიც,რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ იაპონიის წინააღმდეგ ატომური ბომბის გამოყენების იდეას წინ აღუდგა ასობით მეცნიერი,მათ შორის ალბერტ აინშტაინი და ლეო სცილარდი.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ იგი ძალიან დიდი წინააღმდეგობით გამოირჩა ამერიკელების მიერ წყალბადის ბომბის შექმნის პროცესში,რაც მას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟად ჩაუთვალეს.ოპენჰაიმერმა დაკითხვისას თამამად განაცხადა,რომ შეუძლებელი გახლდათ ისეთი დამანგრეველი ძალის მქონე იარაღის მშვიდობიანი მიზნით გამოყენება,როგორიც გახლდათ – წყალბადის ბომბი.გარდა ამისა თქვა:
” – მე არ ვყოფილვარ და არც ვარ წყალბადის ბომბის აღფრთოვანებული თაყვანისმცემელი.არ ვიცი,რატომ უნდა აღვფრთოვანებულიყავი იმ იარაღით,რომელსაც შეუძლია გაანადგუროს 300 მილიონი ადამიანი და, რომელთა შორის ალბათ მეც ვიქნები.ატომური ბომბის წარმოება მორალურად გამართლებული იყო მაშინ,როცა გვემუქრებოდა რეალური საშიშროება,რომ ბომბს შექმნიდნენ ნაცისტებინ და მისი საშუელბით მოსპობდნენ მთელ მსოფლიოს.შესაბამისად,ასეთი საშინელი ბომბის შექმნა და წარმოება გამართლებული იყო მხოლოდ იმ მომაკვდინებელი სშიშროებით,რომელიც გველოდა.მეცნიერება თავისთავად გულგრილია ბოროტისა და კეთილისადმი,სიმართლისა და უსამართლობისადმი,მაგრამ მეცნიერი არ შეიძლება იყოს გულგრილი.წყალბადის ბომბს შეუძლია მოსპოს მთელი ერები; თუ ის გამოყენებული იქნება,ვერავინ ვერ გაარჩევს დამნაშავეს მსხვერპლისაგან,მეგობარს – მტრისაგან,დედებს – შვილებისაგან,ყველაფერი შედუღდება ერთ დიდ უფორმო მასად,რომელიც ფერფლად გადაიქცევა”.
აღნიშნულის გამო,ბრალმდებლებმა ჯულიუსს მორალური მონოპოლიის მითვისებაში დასდეს ბრალი და დიდი რისხვაც დაატეხეს თავს.მათ შორის,მისმა ყოფილმა კოლეგამ,დოქტორმა – ედუარდ ტელერმა. (ავტორი გენია.ჯი) ოპენჰაიმერის საქმეზე ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად უშიშროების საბჭომ დაასკვნა,რომ ბრალდებულს არავითარი ბრალი არ მიუძღოდა ღალატში,ჯაშუშობასა და საბოტაჟში.თუმცა კი შენიშნეს,რომ წყალბადის ბომბის წარმოებისას მან არ გააკეთა ყველაფერი ის,რისი გაკეთებაც მის გენიალურ აზროვნებას შეეძლო.ფაქტიურად,შეიძლება ითქვას,რომ ოპენჰაიმერი ამ ბრძოლიდან მორალურად გამარჯვებული გამოვიდა.
P.S. ცნობისათვის,ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერის შესახებ აშშ-ის ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი – ფრანკლინ დელანო რუზველტი აფრთოვანებით ამბობდა: “ჩემთვის ცნობილ ყველა გენიალურ ადამიანს შორის მხოლოდ ის იყო ნამდვილი გენიოსიო…” (ავტორი გენია.ჯი)