ნიშანდობლივი დეტალი მიჩიჰიკო ჰაჩიას წიგნიდან – “ჰიროსიმას დღიური”

1955 წელს გამოქვეყნებული იქნა იაპონელი ექიმის - მიჩიჰიკო ჰაჩიას სკანდალურად ცნობილი წიგნი – “ჰიროსიმას დღიური”,სადაც აღწერილია ის საშინელება და შოკი,რომელიც ჰიროსიმაში სუფევდა ატომური ბომბის ჩამოგდების შემდგომ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ წიგნში,სხვა უამრავ სულის შემძვრელ და საშინელ ფაქტთან ერთად აღწერილია ერთი მეტად ნიშანდობლივი დეტალი,რომელიც ნამდვილად რომ ყურადღებას იმსახურებს.წიგნში ასახულია ჰიროსიმელთა წინასწარმეტყველური სახეები,რომლებიც იწვიან შუა მდინარეში, და შეშლილობა საავადმყოფოებში,სადაც იაპონელები რადიაქტიური გამოსხივებით გამოწვეული ლეიკემიით და შინაგანი სისხლის ჩაქცევით კვდებიან.ავადმყოფთა უმეტესობა განწირულია,მათ რამდენიმე დღის სიცოცხლეღა დარჩენიათ,ყველგან სიკვდილია.ბაღში წვავენ ბენზინგადასხმულ გვამებს,ყველაფერი იმაზე მეტყველებს,რომ იაპონია სასიკვდილო აგონიაში იმყოფება. და ამ მოჩვენებითს საავადმყოფოში მეზობელი ქალაქიდან მოდის ვიღაც კაცი და ავრცელებს ხმას,თითქოს იაპონიის თვითმფრინავებმა შურისძიების მიზნით დაბომბეს ამერიკული ქალაქები – სან-ფრანცისკო,სან-დიეგო,ლოს-ანჯელესი და უფრო მეტი ხალხი გაანადგურეს,ვიდრე ამერიკელებმა ჰიროსიმაში. და როგორ გგონიათ თქვენ,რა მოხდა? ხალხმა დასწყევლა უაზრო ომი? სრულიადაც არა. (ავტორი გენია.ჯი) ჰაჩია წერს,რომ ამ ჭორმა გაუბედურებული იაპონელი ხალხი ერთობ გაახარა.ყველაზე მეტად კი სწორედ ისინი გამხიარულდნენ,ვისაც ყველაზე დიდი ჭრილობები ჰქონდათ მიღებული.დასახიჩრებულმა და სასიკვდილოდ განწირულმა ჰიროსიმელებმა არა მარტო ხუმრობა დაიწყეს,არამედ იაპონიის გამარჯვების სიმღერაც კი შემოსძახეს.იაპონელებს,რომლებიც იმ დროს თითქმის მთლიანად განადგურებული და ამოწყვეტილი იყვნენ,ბავშვურად ახარებდათ ის დარტყმები,რომლებიც მათ თითქოსდა მიაყენეს ამერიკელებს.მათ აზრადაც კი არ მოსდიოდათ ის გარემოება,რომ იაპონია ომს წააგებდა.როგორც წიგნის ავტორი შენიშნავს,ასეთი სიგიჟე შესაძლოა ყოველი ერი აიტანოს! – (ავტორი გენია.ჯი)

მიჩიჰიკო ჰაჩია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>