ჯეიმს ფორესტოლი – “ეპიზოდი”
ჯეიმს ფორესტოლი (1892-1949 წლები) – წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ თავდაცვის მინისტრს,რომელსაც სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ერთობ უჩვეულო ფსიქიკური კრიზისი დაეწყო. (ავტორი გენია.ჯი) ოფიციალური მონაცემების თანახმად,აშშ-ის ექს-თავდაცვის მინისტრს 1949 წელს “ნერვული და ფსიქიკური შეტევა” განუვითარდა,რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაყვანამდე ხუთი დღით ადრე იქნა თანამდებობიდან განთავისუფლებული.თუმცა,როგორც მისი პირადი ექიმი – ჯორჯ რეინსი ირწმუნებოდა,ფორესტოლს განუვითარდა ღრმა დეპრესია და პარანოიული შიში რუსებისა.დეპრესიასა და პარანოიაში მყოფი ჯეიმსი,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,გამუდმებით გაიძახოდა ერთსა და იმავე ფრაზას: “რუსები მოდიან,რუსები მოდიან.ისინი ყველგან არიან.მე დავინახე რუსი ჯარისკაცები”.
რუსების შიშით გაგიჟებულმა ფორესტოლმა,საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ საკუთარი ბინის მეთექვსმეტე სართულიდან გადახტომით (ოფიციალური მონაცემების თანახმად – თვითმკვლელობით) დაასრულა სიცოცხლე.გამომძიებლებმა კი მის საძინებელში აღმოაჩინეს ჯეიმსის მიერ სუიციდის ჩადენის წინ დაწერილი ამონარიდები გენიალური ძველ ბერძენი დრამატურგის ტრაგედიიდან – “აიაქსი”. (ავტორი გენია.ჯი)