“დამაკვირდი”
1. “ის,ვისაც შენ მონას უწოდებ,შენივე მშობელი თესლისგან იღებს დასაბამს.ის შენთან ერთად ცხოვრობს ერთი და იგივე ცის ქვეშ და ერთი და იგივე ჰაერით სუნთქავს… და შენ ისევე შეგიძლია თავისუფალ კაცად თვლიდე,როგორც მას შეუძლია მონად გთვლიდეს შენ… ჩვენ მათ მონებს ვეძახით,მაგრამ ისინიც კაცნი არიან; ჩვენ მათ მონებად ვთვლით,მაგრამ ისინი ჩვენი ცხოვრების თანამოზიარენი არიან; ხოლო თუ დაუფიქრდები იმას,რომ ყველას თანაბრად გვათამაშებს ბედისწერა,შენ ნახავ,რომ ისინი ჩვენი მონობისმიერი თანამოძმენი არიან” – (სტოელთა მოძღვრებიდან, – ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “მერწმუნეთ,საუკეთესო მტკიცებაა – მტკიცების უქონლობა,ეს არის ერთადერთი მტკიცება,რომელზედაც დავა არ შეიძლება”. – ინკვიზიტორული სასამართლოს კლასიკური პრინციპი
* * *
3. “ჯერ კიდევ სკოლაში მასწავლიდნენ,რომ სინდისი ეს არის თავისებური,შინაგანი მოუსყიდელი მსაჯული,რომელიც ყველა ჩვენს მოქმედებას,მდგომარეობისა და დროებითი ინტერესების ზემოქმედების მიუხედავად,განსჯისო.აქედან გამომდინარეობს,რომ სინდისი სრულებითაც არ წარმოადგენს ობიექტურ საზომს,რომ ერთსა და იმავე ფაქტს ორი ადამიანი სრულიად განსხვავებულად შეიძლება აფასებდეს.ერთი გრძნობს სინდისის ქენჯნას,მეორე კი პირიქით,კმაყოფილი იქნება და იამაყებს კიდეც”. – ედუარდ ტელერი
* * *
4. “არ არსებობს ძალადობა,რომელსაც შეეძლოს არჩევანის თავისუფლება წაგვართვას ჩვენ”. – ეპიქტეტე
* * *
5. “მე არ ვიმსახურებ იმას,რომ შეურაცხვყო ჩემივე თავი,რადგან განზრახ არასდროს შეურაცხმიყვია ვინმე”. – მარკუს ავრელიუსი (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. “მართებულია დაემორჩილო სამართლიანობას,შეუძლებელია არ დაემორჩილო ძალას.სამართლიანობა,რომელსაც ზურგს უმაგრებს ძალა,უძლურია; ძალა,რომლის ზურგს უკან არ დგას სამართლიანობა,ტირანულია.უძლურ სამართლიანობას ყოველთვის ფეხქვეშ გაიგებენ,იმიტომ რომ ამქვეყნად არ დაილევიან უკეთურნი; უსამართლო ძალა კი ყოველთვის აღაშფოთებს კეთილთ.მაშასადამე,საჭიროა ძალისა და სამართლიანობის შერწყმა; ამიტომ ან სამართლიანობა უნდა გახდეს ძლიერი,ანდა ძალა – სამართლიანი”. – ნიკოლო მაკიაველი
* * *
7. “ადამიანზე ერთი შეხედვით არ უნდა იმსჯელო ისე,როგორც სურათზე ან ქანდაკებაზე მსჯელობ,არამედ უნდა შეიჭრა მისი სულის სიღრმეში”. – ჟან დე ლა ბრუიერი
* * *
8. “სამყაროს შექმნის დასაწყისშივე ყოვლისშემძლემ უთხრა პირველ ადამიანს: “ოფლითა მოიპოვებდე პურსა შენსა”, და იმ დღიდან ჰაერისა და ცის ნათელის გარდა არც არა იყო და არც არა არის სასარგებლო რამ,რომელიც,უპირველეს ყოვლისა,შრომის ნაყოფი არ იყოს.რადგან ყოველი სასარგებლო საგანი შექმნილია შრომით,ამდენად იგი წესით შემქმნელს უნდა ეკუთვნოდეს: მოხდა ისე,რომ იმ დღიდან,რაც სამყარო არსებობს,ერთნი მუშაობენ,მეორენი კი ხელს არ ანძრევენ და სხვისი შრომის ნაყოფის უმეტეს ნაწილს ითვისებენ.ეს უსამართლობაა და ასე არ შეიძლება გაგრძელდეს”. – აბრაამ ლინკოკლნი
* * *
9. “ვიმოქმედოთ უფლებებით და არა ძალმომრეობით”. – ტიტუს ლივიუსი
* * *
10. “ვინც ცხოვრებით არ რისკავს,ის ვერასოდეს შეიძენს მას”. – ფრიდრიხ შილერი (ავტორი გენია.ჯი)