ბიაჯო და ჩეზენას გესლიანი წერილი მიქელანჯელო ბუონაროტის…
როგორც ცნობილია,გენიალურმა იტალიელმა მოქანდაკემ,არქიტექტორმა და მხატვარმა – მიქელანჯელო ბუონაროტიმ (1475-1564 წლები),სიქსტეს კაპელას კედლებზე 1537-1541 წლებში გამოსახა შედევრი-ფრესკა,სახელწოდებით – “განკითხვის დღე”,სადაც მის მიმართ განსაკუთრებული მტრობით გამორჩეული პავლე III-ის ცერემონმეისტერი – ბიაჯო და ჩეზენა (1463-1544 წლები),შურისძიების მიზნით,ჯოჯოხეთში,ეშმაკებით გარშემორტყმული მინოსის სახით,რომელსაც გველი ეხვევა ფეხებზე,წარმოგვიდგინა. (ავტორი გენია.ჯი) მიქელანჯელოს ასეთმა ქმედებამ და ზოგადად,მის მიერ შესრულებულმა “განკითხვის დღემ” იმდენად აღაშფოთა ბიაჯო და ჩეზენა,რომ მან განსაკუთრებული ცინიზმითა და გესლით გაჯერებული წერილი გაუგზავნა ბუონაროტის,რომელშიც ვკითხულობთ:
“ბატონო,მე,როგორც მონათლულ კაცს,მრცხვენია გონებისთვის შეუწყნარებელი აღვირახსნილობისა,რომლითაც თქვენ გამოხატეთ ქვეყნის აღსასრული,საითკენაცაა მისწრაფებული ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოების ყველა გრძნობა.მაშ,ამ საკვირველი სახელის მქონე მიქელანჯელოს,შესანიშნავი კეთილგონიერების პატრონ მიქელანჯელოს,ამ მიქელანჯელოს,რომელსაც ყველგან თაყვანს სცემენ,განუზრახავს,რომ ხალხისათვის სრულყოფილ მხატვრობაზე არა ნაკლებად უღმერთობა და ურწმუნოება ეჩვენებინა.განა შესაძლებელია,რომ თქვენ, ღ ვ თ ა ე ბ რ ი ვ არსებას,რომელიც არც კადრულობთ ადამიანებთან ურთიერთობას,განა შესაძლებელია,რომ თქვენ ეს გაგეკეთებინათ უდიდეს ტაძარში,იესოს უპირველესი საკურთხევლის თავზე,მსოფლიოს უდიდეს სამლოცველოში,იქ,სადაც ეკლესიის დიდებული კარდინალები,იქ,სადაც პატივცემული ქურუმები,იქ,სადაც ქრისტეს მოსაყდრე კათოლიკური ცერემონიებით,წმინდა კანონებით,საღვთო ლოცვებით,აღიარებენ,სჭვრეტენ და თაყვანსა სცემენ იესოს სხეულს,სისხლსა და ხორცს?.. ასეთი დიდებული ამბის გადმოცემისას თქვენ გვიჩვენებთ ანგელოზებს და წმინდანებს,რომელთაგან უკანასკნელთ არავითარი მიწიერი სიწმინდე არ გააჩნიათ,პირველნი კი მოკლებულნი არიან ყოველგვარ ზეციურ სამკაულს.აბა შეხედეთ წარმართებს: როდესაც შიშველ ვენერას,ხილით აფარვინებდნენ იმ ნაწილებს,რომლებიც არაა გამოსაჩენი.აგერ კი ქრისტიანი,რომელიც ხელოვნებას უფრო აფასებს,ვიდრე სარწმუნოებას,მეფურ სანახაობად მიიჩნევს,თუკი ამგვარ წესიერებას არ დაიცავს წმინდანებისა და ქალწულების მიმართ,ან თუ გვიჩვენებს ისეთ ამბებს,რომლის დანახვისას გარყვნილებიც კი დახუჭავდნენ თვალებს,რომ არასოდეს ეხილათ იგი.ასეთი სტილი შესაფერი იქნებოდა სანებივრო აბანოებში და არა უზენაეს საკურთხეველში.შენ თვითონ რომ ურწმუნო იყო,ეს ნაკლები ბოროტებაა,ვიდრე ის,რომ სხვას დააკარგვინო რწმენა. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ ამ უგუნურ საკვირველებათა სიჭარბე დღემდე მაინც დაუსჯელად არ დარჩენილა,რადგანაც მან სასწაული მოახდინა და თქვენი დიდება დაამხო.ამიტომაც,უნდა აღადგინოთ თქვენი სახელი; წაწყმედილთა სასირცხო ნაწილები ცეცხლის ალებით დაფარეთ,ნეტართა – მზის სხივებით,ან არა და მიბაძეთ მოკრძალებულ ფლორენციელთ,რომელნიც ოქროს ფურცლებით ფარავენ თავისი მშვენიერი კოლოსის მუცელს: და თანაც იგი ხომ საჯარო ადგილას დგას და არა წმინდა სამლოცველოში,ღმერთმა შეგინდოთ! მე თქვენ ამას იმიტომ კი არ გეუბნებით,რომ ნაწყენი ვარ,რაკი თქვენგან ვერ მივიღე,რასაც გთხოვდით (თუმცა კი ჩემთვის უნდა გამოგეგზავნათ,რაც იკისრეთ; – ცუდი არ იქნება,თუკი საამისოდ მთელ თქვენს ძალ-ღონეს მოიხმართ,რადგან ამით ჩააჩუმებდით მოშურნეებს,რომლებიც ამტკიცებენ,თითქოს თქვენ გერარდისა და ტომაის გარდა,არავის არაფერს უსრულებთ.მაგრამ თუ დაპირების შესასრულებლად თქვენ ის განძიც კი არ იკმარეთ,რომელიც იულიოს II-მ დაგიტოვათ იმისთვის,რომ მისი ნეშთი თქვენ მიერ გაკეთებულ ძეგლში მოთავსებულიყო,მე რაღა იმედი შეიძლება მქონდეს? ყოველ შემთხვევაში,ვალდებულების შეუსრულებლობა თქვენ ქურდობად გეთვლებათ).მაგრამ,რაკი ჩვენ ღვთისმოსაობა უფრო გვესაჭიროება,ვიდრე მარჯვე ნახატი,ღმერთმა შთააგონოს უწმინდესი პავლე III,ისევე,როგორც მან შთააგონა უნეტარესი გრიგოლი,რომელმაც არჩია რომში კერპების მშვენიერ ქანდაკებათა მოსპობა,რომ მათ ხელი არ შეეშალათ წმინდანთა მოკრძალებული ხატების თაყვანისცემისათვის.დასასრულ,როცა თქვენ სამყაროს,ჯოჯოხეთისა და სამოთხის კომპოზიციებს ასრულებდით,რომ გაგეთვალისწინებინათ ჩემ მიერ გამოგზავნილი დიდებული და საშინელი ესკიზი,ყური გეთხოვებინათ ჩემი დარიგებისათვის,ვბედავ ვთქვა,რომ ეს არავის არ დარჩებოდა სანანებლად…” – (ავტორი გენია.ჯი)