ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის გენიალური ქმნილების – “მთვარის სონატის” შესახებ…
1800-1801 წლებში გენიალურმა გერმანელმა კომპოზიტორმა და პიანისტმა – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა (1770-1827 წლები) დაწერა დღეისათვის “მთვარის სონატის” სახელით ცნობილი შედევრი მუსიკალური ნაწარმოები. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ ამ ბრწყინვალე ქმნილებისათვის ავტორს არავითარი სახელი არ უწოდებია და რამდენიმე ხნის განმავლობაში მას მოიხსენიებდნენ,როგორც – “N 14 სონატა ფორტეპიანოსათვის”.ცნობილია ისიც,რომ ბეთჰოვენის მუსიკალურ ნაწარმოებს სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ ეწოდა და მის ავტორად გამოჩენილი გერმანელი დრამატურგი და მუსიკის კრიტიკოსი – ლუდვიგ რელშტადტი (1799-1860 წლები) მიიჩნევა.მან ”N 14 სონატა ფორტეპიანოსათვის” შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე “ფირვალშდტეტის ტბის თავზე მოკიაფე მთვარეს” შეადარა და მალევე ეს ეპითეტი ეწოდა კიდეც ბეთჰოვენის ქმნილებას.იგი სმენადაკარგულმა და ასაკოვანმა კომპოზიტორმა თავის საყვარელ მუსიკოს ქალს,იტალიური წარმომავლობის მქონე ავსტრიელ პიანისტს – ჯულიეტა გვიჩარდის (1782-1856 წლები) მიუძღვნა.(ავტორი გენია.ჯი) პირველად ”მთვარის სონატა” საჯაროდ აჟღერებული იქნა 1802 წელს გერმანიის ქალაქ ბონში.ბეთჰოვენისდა საუბედუროდ,მისი სიყვარული 18 წლის ჯულიეტასადმი,რომლის მუსიკის მასწავლებელიც გახლდათ თავად, – უიღბლოდ დასრულდა.თუმცა-კი ამ ცალმხრივი სიყვარულის შედეგად,კაცობრიობას დარჩა ლუდვიგის უკვდავი მუსიკალური ნაწარმოები,რომელსაც დღეისათვის – “მთვარის სონატის” სახელით ვიცნობთ. (ავტორი გენია.ჯი)
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
ჯულიეტა გვიჩარდი
ლუდვიგ რელშტაბი
ფირვალდშტეტის ტბა