ლექსი “ათას ერთი ღამიდან”…

დიაცის სიტყვას ნუ ენდობი, – ნუ გჯერა მათი

ერთგულებისა,თავდადების,ფიცის და აღთქმის.

რიოში გულით მოლიზღარი დაშვრება ფიცით,

მერე ანაზდად გიღალატებს – ღალატი იცის.

* * *

შენ გემონება,შენ უყვარხარ,შენ აგარჩია! -

არ დაიჯერო, – სიმუხთლე აქვს კაბის არშიად.

იოსების გზა მოიგონე,მოეგე ცნობას,

დასთმე დიაცი,მოერიე გულსა და გრძნობას.

* * *

ნუ წაიმწარებ შენ ამაოდ სოფლის ამო დღეს,

გახსოვდეს მუდამ,ვინ წაუღო ადამს სამოთხე.

კომენტარის დატოვება