პიერ-სიმონ ლაპლასი – “ეპიზოდი”
XVIII საუკუნის დასასრულს საფრანგეთში გამოქვეყნებული იქნა დიდი ფრანგი მათემატიკოსის,ფიზიკოსისა და ასტრონომის – პიერ-სიმონ ლაპლასის (1749-1827 წლები) საკმაოდ მოცულობითი კოსმონოგიური ჰიპოთეზა მზის სისტემის წარმოშობის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრის აღნიშნულ ნაშრომს სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად გაეცნო მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხდართმთავარი – ნაპოლეონ ბონაპარტიც.მათი ერთ-ერთი შეხვედრის დროს,ნაპოლეონმა ლაპლასს ერთმნიშვნელოვნად მიუთითა:
- თქვენ დაწერეთ უზარმაზარი წიგნი სამყაროს სისტემის აგებულების შესახებ,თუმცა მასში ერთი სიტყვითაც კი არა გყავთ მოხსენიებული მისი შემოქმედი!
- სირ,მინდა გაუწყოთ,რომ პირადად მე არ ვსაჭიროებ მაგდაგვარ ჰიპოთეზას, – ერთმნიშვნელოვნადვე უპასუხა ბონაპარტს დიდმა ფრანგმა მეცნიერმა. (ავტორი გენია.ჯი)