რა იყო უმთავრესი მიზეზი “გამომთვლელი მანქანის” შექმნისა?
1639 წლის დამლევს,გენიალური ფრანგი მათემატიკოსის,მექანიკოსისა და ფიზიკოსის - ბლეზ პასკალის (1623-1662 წლები) მამა – ეტიენ პასკალი (1588-1651 წლები),კარდინალ რიშელიეს ბრძანებით,დანიშნული იქნა რუანის ინტენდანტად,რის შემდგომაც პასკალების ოჯახი რუანში გადასახლდა. (ავტორი გენია.ჯი) ადგილზე ჩასული ეტიენი უმალვე შეუდგა თავისი ერთობ რთული და საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებას.განსაკუთრებით მძიმე და შრომატევადი გახლდათ ათსაგვარი ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშწარმოება.იმდროინდელ წერილებში ეტიენი გამუდმებით უჩიოდა მოუცლელობას,უძილობასა და გადაღლილობას.ბლეზეს თავდავიწყებით უყვარდა მამა და მისი ქანცგამწყვეტი შრომის შესამსუბუქებლად გადაწყვიტა შეექმნა – გამომთვლელი მანქანა. (ავტორი გენია.ჯი) მისი პირველადი იდეა მარტივი იყო: ხანგრძლივი ფიქრისა და თეორიული გამოთვლების შედეგად 16 წლის ჭაბუკის სულში თანდათანობით გამოიკვეთა თავისი სისხარტით და სისადავით გასაოცარი აზრი: თურმე შესაძლებელი ყოფილა არითმეტიკულ მოქმედებათა “კინეტიკური რედუქცია”,მათი დაყვანა რიტმულად მოწესრიგებულსა და რეგურილებულ მოძრაობამდე.მაგრამ,ერთის შეხედვით,ამ მარტივი იდეის პრაქტიკულმა ხორცშესხმამ მოითხოვა პასკალის მთელი შემოქმედებითი ენერგია,სულიერი ძალების ზღვრული დაძაბვა,გეომეტრიის,ფიზიკისა თუ მექანიკის დარგში მის მიერ შეძენილი მთელი ცოდნა,მთელი მისი ერუდიცია.მხოლოდ ჯიუტ მოთმინებას,მხოლოდ უტეხ სიკერპეს ძალუძდა დაეძლია მუშაობის პროცესში ერთიმეორის მიყოლებით წამოჭრილი თეორიული თუ პრაქტიკული ხასიათის ყველა სიძნელე. 1642 წელს ბლეზს უკვე მზად ჰქონდა თავისი არითმეტიკული მანქანის პირველი მოქმედი მოდელი,რომელსაც შემდგომ წლების მანძილზე თანდათან ხვეწდა და სრულყოფდა.
პასკალის მიერ შექმნილი “გამომთვლელი მანქანა” სუმატორული იყო,ანუ იგი ანხორციელებდა შეკრება-გამოკლებას.გამომგონებლის ყველაზე არსებით მიღწევად უნდა ჩაითვალოს “ათეულების გადატანის” ავტომატიზაცია,როცა წინა თანრიგში ათი ერთეული გროვდება,ნული ცვლის,ხლო მომდევნო თანრიგის ციფრს ავტომატურად ემატება ერთიანი.ეს პროცესი ერთგვარი “საყელურის” ბერკეტის მსგავსი მოწყობილობის მეშვეობით ხორციელდებოდა.
პასკალმა დაამზადა გამომთვლელი მანქანის ორმოცდაათზე მეტი სხვადასხვა მოდელი,ზოგი სწორი ღერძებითა და ფირფიტებით,ზოგი კონცენტრული მრუდე ღეროებითა და ჯაჭვური გადაცემებით; ზოგი კონცენტრული კბილანა ბორბლებით,ზოგიც კიდევ ექსცენტრიკებით; სწორხაზოვნად თუ წრიულად მოძრავნი,კონუსისა თუ მოძრაობის მიხედვით სრულიად განსხვავებულნი.
მოგვიანებით ბლეზ პასკალი წერდა: “მე მეყო მოთმინება დამემზადებინა ორმოცდაათი სხვადასხვა მოდელი: ზოგი ხისა,ზოგი სპილოს ძვილსა,ზოგიც აბანოზისა თუ სპილენძისაგან,სანამ არ შევქმენი მანქანა,რომელსაც ამჟამად გთავაზობთ და რომელიც,წვრილი დეტალების მთელი სიმრავლის მიუხედავად,იმდენად იმდენად მტკიცეა,რომ ვერავითარი ჯაყჯაყი ნებისმიერ მანძილზე გადატანისას არათუ ვერ მოშლის,იოტის ოდენადაც ვერ დააზიანებს მას”.
შესაბამისად,უმთავრესი მიზეზი “გამომთვლელი მანქანის” შექმნისა,გახლდათ ბლეზ პასკალის მამის – ეტიენ პასკალის ჯოჯოხეთური შრომის შემსუბუქება. (ავტორი გენია.ჯი)
ბლეზ პასკალის მიერ შექმნილი ერთ-ერთი გამომთვლელი მანქანა