ამაზრზენი ფაქტები “პაპიზმის” ისტორიიდან…
თავდაპირველად,ტახტზე ასვლის დროს რომის პაპები სახელს არ იცვლიდნენ.სახელის ცვლილების წესი დამკვიდრებული იქნა მხოლოდ 956 წელს კარდინალ ოქტავიანეს ინიციატივით,რომელიც თავის მხრივ,პაპის ტახტზე იოანე XII-ს სახელწოდებით ავიდა.მას შემდგომ აღნიშნულ წესს გულმოდგინედ იცავენ ვატიკანში. (ავტორი გენია.ჯი) პაპობის თეოკრატიის,შეუზღუდავი ძალაუფლების პროგრამა წამოაყენა გრიგოლ VII-მ (1073-1083 წლები),თუმცა პირველი რომის პაპი,რომელმაც სასულიერო ძალაუფლებასთან ერთად საერო ძალაუფლებაც აიღო საკუთარ თავზე,თავისი ცბიერებით განთქმული – ინოკენტი III (1198-1210 წლები) გახლდათ.მან ქვეყნიერება თავის სამფლობელოდ გამოაცხადა,ხოლო მეფეები კი თავის შვილებად.ინოკენტის ძალაუფლება იმდენად განუზომელი იყო,რომ მონარქები ლალის ჯვრით დამშვენებულ მის ფეხსაცმელებსაც კი კოცნიდნენ. XIV საუკუნეში პაპთა ძალაუფლება საფრანგეთის მეფეებმა გატეხეს.აღნიშნულ პერიოდს “პაპთა ავინიონის ტყვეობის” სახელით მოიხსენიებენ ისტორიკოსები.
პირველ “ანტიპაპად” აღიარებულია ადრექრისტიანული პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი საეკლესიო მწერალი - ჰიპოლიტუსი (170-235 წლები),რომლის მმართველობის პერიოდსაც ჩვენმა დიდმა პოეტმა – ნიკოლოზ ბარათაშვილმა 18 წლის ასაკში ნარკვევიც კი მიუძღვნა.
რომის პაპობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას კარგად ახსოვს “პაპიზმის” დაცემისა თუ ამაღლების ნიუანსები.იყო პერიოდები,როდესაც უამრავი რომის პაპი ვაჭრობდა სინდისით,ტიტულებით,ინდულგენციებით… ვაჭრობდა,რათა მოეხვეჭა რაც შეიძლება მეტი ფული.ვაჭრობდა არა მხოლოდ იმით,რაც გააჩნდა,არამედ იმითაც,რაც არ გააჩნდა – სამოთხით,სინიდსითა და პატიოსნებით… (ავტორი გენია.ჯი)
ვინც ინდულგენციებს შეიძენდა,ეპატიებოდა თვით ძმის მკვლელობა, და ხდებოდა პეტრე მოციქულზე უცოდველი.იყო პერიოდები,როდესაც საკმარისი გახლდათ ადამიანს რამდენიმე გულდენი შეეტანა პაპის სუფრის გასამდიდრებელ ჭურჭელში,რომ ეპატიებოდა დედის მკვლელობაც… სწორედ ინდულგენციების მასიურად გაყიდვის დროს დაიწყო ხალხში სჯა-ბაასი იმის შესახებ,რომ “რომის პაპი ეშმაკის მოციქულიაო”.
უამრავი რომის პაპი მიიჩნევდა,რომ ისინი ღმერთს ემსახურებოდა და ამიტომ მათთვის უცხო იყო ადამიანთა სატკივარი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ქვეყნიერებაზე არ არსებობდა ისეთი დანაშაული,რომელიც რიგ რომის პაპებს არ ჩაედინოთ: მკვლელობის ურიცხვი სახე,ღალატი,ასობით ქალწულის შერყვნა,მიცვალებულთა გასამართლება,სოდომური ცოდვა ბიჭუნებთან,სისხლის აღრევა, – ყოველივე ეს და მრავალი სხვა,არა ნაკლებ ზარდამცემი.
შესაძლოა თამამად ითქვას,რომ “ჟამთა სიავე – პაპთა სიამე იყო”.ამისათვის თუნდაც საკმარისია გავიხსენოთ ინკვიზიციის მიერ კოცონებზე ცოცხლად შემწვარი ათასობით უდანაშაულო ადამიანთა ხორცი და სული.რომის პაპის – სიქსტ IV-ის ავხორცობა იმდენად ზღვარს გადავიდა,რომ რომაელებმა ასეთი პასკვინიადაც კი შექმნეს მასზე: “გიხაროდეს,ნერონ! თვით შენ გაჯობა ბიწიერებაში სიქსტ მეოთხემო”. (ავტორი გენია.ჯი)
პავლე II-ს სულაც საკუთარი ასულის ავხორცული სიყვარული ბრალდებოდა.ამაზრზენი ქმედებით გამოირჩეოდა ალექსანდრე VI-ც,რომელმაც თავისი საყვარელი ქალი (ხარჭა) – ლუკრეცია თავისივე ზნედაცემულ ვაჟს მიათხოვა და რძლად გაიხადა.ლეო X-ს შესახებ ამბობდნენ: “იმის ნაცვლად,რომ ღორები მწყემსოს,ადამიანებს მწყემსავსო”.სიქსტ IV გამოირჩეოდა ხარბი და გაუმაძღარი ბუნებით.მთელი მისი ენერგია ხალხის ძარცვა-გლეჯას ხმარდებოდა და არც სოდომური ცოდვების ჩადენისაგან იკავებდა თავს.ცნობილია,რომ მას ავხორცული გრძნობით შეუყვარდა გრაფი ჯიროლამო და მისი ძმა – რიარიო,რომლებიც მხოლოდ იმისათვის წამოწია წინ და გაამდიდრა,რომ თავისი მხეცური ჟინის დაკმაყოფილებაში არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ.ამავე მიზნით დაიახლოვა მან თორმეტი წლის ბიჭუნა,რომელსაც საარაკო სიმდიდრის გარდა ეპისკოპოსის მრევლიც უბოძა და კარდინალის ქუდიც კი აღუთქვა.განათლების მოძულე პაპი თავისი ბოროტების მასშტაბებით ჩრდილავდა მრავალ საყოველთაოდ ცნობილ ბოროტმოქმედს… სწორედ ამის გამო ნატრობდნენ ადამიანები მის სიკვდილს,სიკვდილს,როგორც – ერთადერთ წყალობას.სწორედ ამის გამო უწოდა მრავალმა რომაელმა ისტორიკოსმა მისი გარდაცვალების დღეს – “უბედნიერესი დღე”.
სისასტიკით გამოირჩეოდა პიუს V-ც.ეს სასტიკი ბერი განუკითხავად სჯიდა ერეტიკოსებს და ენას უხვრეტდა მათ,ვისი ქადაგებაც არ მოეწონებოდა.
“ქრისტეს მოადგილეებად” წოდებული რომის პაპები დიდი ხნის მანძილზე განსაკუთრებული მონდომებით ებრძოდნენ მათი “სიმშვიდის დამრღვევთ”.მეცნიერების დაუძინებელი მტრის სახელით შევიდა ისტორიაში გრიგოლ XVI,რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა შუა საუკუნეების იერარქიის აღდგენას.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ბედი არ სწყალობდათ იოანედ წოდებულ პაპებს: იოანე I მეფე თეოდორიკმა რავენის ციხეში ჩასვა დაპატიმარყოფილმა პაპმა იქვე დალია სული; იოანე VIII (მამაკაცი) ჯერ მოწამლეს და შემდგომ ჩაქუჩით მოუსწრაფეს სიცოცხლე; იოანე VIII (ერთადერთი ქალი – პაპი) საეკლესიო პროცესიას მიუძღოდა წინ,როცა რომის ქუჩებში მშობიარობას გადაჰყვა (ასე გამჟღავნდა მისი ქალობა); იოანე X დილეგში გაგუდა მაროზიამ,რომლის დედა თეოდორაც მანვე გააუპატიურა; იოანე XI – მაროზიას და პაპ სერგის შვილი,ძმამ დაამხო,დოლეგში ჩააგდო და იქვე ჰპოვა აღსასრული; იოანე XII თავისი ერთ-ერთი საყვარლის ქმარმა დაიხელთა და ცემით ამოხადა სული; იოანე XIV ბონიფაციუს VII-მ მოაკვლევინა საპყრობილეში; იოანე XVI ციხეში ჩააგდო ოტო III-მ; იოანე XX ჩამოქცეული ჭერის ნანგრევებში ჩაიმარხა,ხოლო იოანე XXIII (იგივე ბალთაზარ კოსა),ეს მრისხანე პაპი და იტალიის უმდიდრესი ადამიანი,რომელსაც “ნეაპოლიტანელ ურჩხულად” მოიხსენიებდნენ,დაპატიმრებული იქნა და დიდი გამოსასყიდის გადახდის შემდეგ იქნა განთავისუფლებული. (ავტორი გენია.ჯი)
“კათოლიკური ეკლესიის მთელი ისტორია ცთომილების და ძალადობის ნარევიაო”, – წერდა გენიალური გერმანელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე, და თუკი ზემოთ მოხსენიებულ ისტორიებს გავითვალისწინებთ,ნამდვილად ვპოვებთ მასში ჭეშმარიტებას. – (ავტორი გენია.ჯი)