იცით თუ არა,რომ
1. ურნანსეს დინასტიის მეხუთე შუმერი მმართველის (ლაგაშის მეფის) – ენთემენას (მმართველობის პერიოდი დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 2360-2340 წლები) არქივის მწერლის მიერ შედგენილ დოკუმენტში,კაცობრიობის ისტორიაში პირველად არის მოხსენიებული სიტყვა – “თავისუფლება”.შუმერულ ენაზე ეს ულამაზესი სიტყვა გამოითქმებოდა,როგორც – “ამარგი”. – (ავტორი გენია.ჯი)
2. სამხედრო ექსპედიციაში მონაწილე რომის პაპებს რკინის პერანგები ემოსათ,თუმცა არ გააჩნდათ არავითარი მჭრელი იარაღი,რადგან რელიგია უკრძალავდათ სისხლის დაღვრას.სამაგიეროდ ისინი ცივ იარაღს საკმაოდ წარმატებით ცვლიდნენ სხვა აიარაღით – უზარმაზარი კომბლებით.
3. სიმონისტი – ფართო მნიშვნელობით,წარმოადგენს სასულიერო თანამდებობებით მოვაჭრე მაღალ იერარქიაზე მდგომ სასულიერო პირებს.
4. აშშ-ის ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი – აბრაამ ლინკოლნი,რომელიც მამის – თომას ლინკოლნის გარდაცვალების დროს ვექილად მსახურობდა,იმდენად იყო დაკავებული უმაღლესი სასამართლოს სამი საქმით,რომ მამის დაკრძალვას ვერ დაესწრო.
5. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის – ჟორჟ კლემანსოს (1841-1929 წლები) შესახებ დიდი ფრანგი პოეტი,ესეისტი და ფილოსოფოსი – პოლ ვალერი წერდა: “ის აღმერთებდა საფრანგეთს და ჭირის დღესავით სძულდა ყველა ფრანგიო”.
6. 1527 წლის 21 ივნისს გარდაცვლილი დიდი იტალიელი პოლიტიკური მოაზროვნის – ნიკოლო მაკიაველის სიკვდილის მიზეზად რიგი მკვლევარები,ნელად მოქმედ საწამლავს მიიჩნევენ.ცნობისათვის,მაკიაველი დაკრძალული იქნა ისეთი გენიოსების გვერდით,როგორებიც გახლდნენ – მიქელანჯელო ბუონაროტი და გალილეო გალილეი. – (ავტორი გენია.ჯი)
7. შუმერები თავიანთ თავს “შავთავიანებს” უწოდებდნენ.
8. მიქელანჯელო ბუონაროტი აღმერთებდა დიდი იტალიელი პოეტის – დანტე ალეგიერის შემოქმედებას.ამბობდნენ,რომ არავის ისე არ ესმოდა იგი უკეთ და არავინ ფლობდა უფრო სრულად ალიგიერის თხზულებებს,როგორც მიქელანჯლოო.
9. ერთადერთი პორტრეტი,რომელიც მიქელანჯელომ თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში დახატა,შეუდარებელი სილამაზის ახალგაზრდა რომაელი აზნაურის – ტომაზო დეი კავალიერის ნატურალური ზომის პორტრეტი გახლდათ,რომელიც თავის მხრივ,ბუონაროტის ერთგული მეგობარი იყო.
10. გენიალური ამერიკელი ფიზიკოს-თეორიტიკოსი და ატომური ბომბის ერთ-ერთი უმთავრესი შემქმნელი – რობერტ ოპენჰაიმერი,პირველი მეცნიერი გახლდათ ისტორიაში,რომელმაც გამოიანგარიშა ატომური ბომბისათვის საჭირო გასახლეჩი მასალაის რაოდენობა. – (ავტორი გენია.ჯი)