პისისტრატოსი – “ეპიზოდი”
ათენის ტირანი მმართველი - პისისტრატოსი (ძვ.წ.აღ-ით დაახლოებით 602-527 წლები),რომელიც ცდილობდა,რომ ათენი ერთ-ერთ უმსხვილეს რელიგიურ ცენტრად გადაექცია,მეტად საინტერესო ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც უძველესი წყაროები მოწმობენ,პისისტრატოსი კანონს სერიოზულ პატივს სცემდა და ამასვე აიძულებდა სხვებსაც.ერთ დღეს ათენის ტირან მმართველს ბრალი დაედო მკვლელობაში,რის გამოც იგი სასამართლოში იქნა გამოძახებული.ყველასდა გასაოცრად,განუზომელი ძალაუფლების მქონე პისისტრატოსი სასამართლო დარბაზში ზუსტად ისევე გამოცხადდა,როგორც რიგითი ათენელი მოქალაქე და ამასთანავე,ზუსტად იმ დროს,რა დროსაც დაიბარეს.თუმცა სწორედ აქ მოხდა სასამართლო პრაქტიკაში ერთობ იშვიათი მოვლენა.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა ტირანის საქმის მთავარი ბრალმდებელი პროკურორი.მისი გამოუცხადებლობის მიზეზად კი ტირანის მიმართ ათენში გამეფებული უდიდესი შიში დასახელდა.რადგანაც ბრალმდებელმა იგნორირება გაუწია სასამართლო სხდომას,ათენელმა მოსამართლეებმა პისისტრატოსი ოფიციალურად უდანაშაულოდ სცნეს და საქმეც დახურეს. (ავტორი გენია.ჯი)