კარლ გუსტავ იუნგი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი,ანალიტიკური და ღრმა ფსიქოლოგიების ერთ-ერთი ფუძემდებელი - კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961 წლები), 1933-1939 წლებში რედაქტორობდა სამეცნიერო ჟურნალს,რომელშიც დიდ მხარდაჭერას გამოხატავდა გერმანელი ნაცისტებისა და მათ მიერ წარმოებული შიდა რასობრივი პოლიტიკის მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ იუნგის მიერ გამოცემული თითოეული ჟურნალის პროლოგი იწყებოდა ადოლფ ჰიტლერის წიგნიდან – “ჩემი ბრძოლიდან” ამოღებული “მნიშვნელოვანი” ამონარიდებით.თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე შვეიცარიელი ფსიქიატრი ჩამოსცილდა ჟურნალის რედაქტორობას და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა მასთან.მოგვიანებით,კარლ გუსტავ იუნგი ნაცისტებისადმი თავის მხარდაჭერასა და ლოიალობას იმ პერიოდში გამეფებული სიტუაციით ამართლებდა.ნიშანდობლივია ისიც,რომ გერმანული ნაციზმის მხურვალე მხარდამჭერი სახელოვანი გერმანელი ფილოსოფოსისა და ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის – მარტინ ჰაიდეგერისაგან განსხვავებით,კარლ გუსტავ იუნგისათვის ოფიციალურად ბრალი არავის წაუყენებია ნაცისტებთან თანამშრომლობისა და მათი მეხოტბეობისათვის.გარდა ამისა,მას კვლავაც დართეს უფლება პედაგოგიური მოღვაწეობა განეგრძო უნივერსიტეტში. (ავტორი გენია.ჯი)
მარტინ ჰაიდეგერი