„მევახშეობის” ისტორიიდან…
ფულის გაცემა პროცენტის მიღების სანაცვლოდ,რაც ესოდენ ცუდ ტონად გახლავთ მიჩნეული და რომელსაც – “ვახშის” სახელით ვიცნობთ დღესდღეობით,იმ უძველესი ეპოქებიდან იღებს სათავეს,როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა ფულადი ნომინალი მიმოქცევაში.თუმცა მაშინ ფულის ნაცვლად ვახშს გასცემდნენ ნატურალური პროდუქტების,მაგალითად,მარცვლეულისა და პირუტყვის სახით. (ავტორი გენია.ჯი) მევახშეობა ერთობ გავრცელებული იყო ძველ საბერძნეთში.გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსი – არისტოტელე,მის მიერ დაწერილ ტრაქტატში – “პოლიტიკა”,ფართოდ მიმოიხილავდა ქვეყანაში მოქმედი ვახშის პერიპეტიებს და არ მალავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას მევახშეებისა და ზოგადად,მევახშეობის მიმართ.”პოლიტიკის” წიგნის პირველ თავში არისტოტელე წერდა,რომ მევახშეობა ყველას თანაბრად სძაგდა,რადგანაც აქ თვით ფული იყო შეძენის წყარო და იგი არ იხმარებოდა იმ მიზნით,რისთვისაც იქნა შემოღებული.”ფული საქონლის გაცვლა-გამოცვლისათვის წარმოიშვა,სარგებელი კი ფულით მეტ ფულს აკეთებსო”, – აღნიშნავდა დიდი ძველ ბერძენი ფილოსოფოსი.
ცნობილი ფაქტია,რომ მსოფლიო საეკლესიო კრებამ,რომელიც 443 წელს იქნა გამართული ნიკეაში,სასულიერო პირებს კატეგორიულად აუკრძალა სავახშო ოპერაციების წარმოება.იმავე წელს რომის პაპმა ლეო I-მა საჯაროდ დაგმო მევახშეობა საერო პირთა შორისაც.სარგებლისა და პროცენტების წინააღმდეგ გაილაშქრა წმინდა იერონიმემაც.ქრისტიანი თეოლოგი და ფილოსოფოსი – ნეტარი ავგუსტინე,მევახშეს მძარცველს ადარებდა.კანონიკური სამრთლის ცნობილ ძეგლში – “გრაციანის დეკრეტში” თავმოყრილია სასულიერო და საერო ხელისუფლებათა მრავალრიცხოვანი დადგენილებები მევახშეობის წინააღმდეგ.რომის პაპმა ალექსანდრე III-მ დააწესა,რომ ყოველი მევახშე განკვეთილიყო ეკლესიიდან.მევახშეობა არა მხოლოდ ევროპაში იყო ფართოდ გავრცელებული,არამედ ამ უმსგავსო ქმედებას აღმოსავლეთის ქვეყნებშიც მასობრივად გამოიყენებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ ქრისტიანობის სოციალური იდეალის თანახმად მევახშეობა იმთავითვე ანტიქრისტიანულ აქციად იყო მიჩნეული.უკვე “ძველი აღთქმის” წიგნში აკრძალული გახლდათ სარგებლის აღება მოყვასისაგან.თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ “ძველ აღთქმაში” არის ადგილი,რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო სარგებლის აღება უცხოელისაგან.
შუა საუკუნეების ებრაელ მევახშეებს შეეძლოთ თავიანთი საქმიანობის თეორიული და რელიგიური დასაბუთება ეპოვნათ “ძველ აღთქმაში” და მათთვის,რასაკვირველია,სავალდებულო რელიგიური დოგმის ძალა აღარ ჰქონდა ქრისტიანთა “ძველ აღთქმასა” და მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებს.ამიტომ ცხადია,რომ ებრაელი მევახშე უფრო ლოგიკური იყო თავის საქმიანობაში,ვიდრე ქრისტიანი.
მევახშეობას,ფეოდალური წარმოებუის წესების არსებობის პირობებში,რიგ ქვეყნებში არ გამოუწვევია საწარმოო ძალების ზრდა,ცვლილება წარმოებრივ ურთიერთობებში.იგი დიდხანს არსებობდა აღმოსავლეთის ფეოდალურ ქვეყნებში,მაგრამ სხვა არა გამოუწვევია რა,გარდა ეკონომიური დაქვეითებისა და პოლიტიკური გათახსირებისა.ვალებით დატვირთული ფეოდალი,იმისათვის რომ მევახშე გაესტუმრებინა,თავის მხრივ უფრო სასტიკ ექსპლოატაციას უწევდა უშუალო მწარმოებლებს.
კარლ მარქსი წერდა,რომ მევახშეობა რევოლუციურ როლს ასრულებს მხოლოდ იმით,რომ იგი არღვევს და სპობს საკუთრების ფორმებს,რომელთა მტკიცე ბაზისზე ერთი და იმავე ფორმით განუწყვეტელ კვლავწარმოებაზე დამოკიდებულია ქვეყნის პოლიტიკური წყობილება.
შუა საუკუნეებში არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა დამყარებული სარგებლის ერთი საყოველთაო განაკვეთი.ფრანკთა მეფის – კარლოს დიდის მოღვაწეობის ჟამს მევახშეობად მიიჩნეოდა,თუ ვინმე 100 პროცენტს იღებდა.იმპერატორმა ფრიდრიხ მეორემ დააწესა 10%-ანი ზღვარი,მხოლოდ ებრაელებისათვის.ინგლისში ჰენრი VIII-მ სარგებელი შეზღუდა 10%-ით.
ჩვენი სახელოვანი მეფის – გიორგი ბრწყინვალის სამართლის წიგნის 45-ე მუხლში გარკვევით ეწერა: “სარგებელი არც ქართველთ სჯულთა შიგან ძეს წესად,რომე აღიღონ, და არც სხუათა უწერია. და სარგებელი არის უწესო.
და თუ რადმე მიმცემი კაცი ასრე ავი იყოს,რომე სარგებელი აღიღოს,რა გინდა ხანი გამოსულიყოს,ათსა თეთრსა ზედა ორი თეთრი მიეცეს; რაზომი დიდი ხანი იყოს,ამის მეტსა ნურას მისცემს და არც სამართალია მისაცემლად. და თუ დია რათმე ავი კაცი არ არის,არც ამისი აღება მართებს.სამართალი ესრეთ ყონ ყოველთა”. (ავტორი გენია.ჯი) ვახში მოხსენიებული იყო ვახტანგ VI-ს სამართლის წიგნშიც.
თომა აკვინელი წერდა: “ფულის გასესხების შედეგად დებიტორზე გადადის საკუთრების უფლება მასზე.მაშ რატომ უნდა დაუბრუნოს ფული სარგებლის დატვირთვით დებიტორმა კრედიტორს? თავნი უთუოდ ერგება კრედიტორს,მაგრამ სარგებელი არა”.
მევახშეობას ეხებოდა “აღბუღას სამრთლის” 94-ე მუხლიც,სადაც ვკითხულობთ: “თუ კაცმან კაცისაგან აიღოს სასარგებლოდ,ათასისაგან ესრეთ მისცენ: ათას ორასსა დასჯერდნენ საწელიწდოსა შინა.ამავე წესითა ანგარიში უმცროს-უფროსი იყოს”.
ჩვენამდე დიდი რაოდენობითაა მოღწეული დოკუმენტები,საიდანაც ჩანს,რომ პროცენტის პროცენტს მრავალი ქვეყნის სასამართლო პრაქტიკა,თაქნახმად კანონის დადგენილებისა არ ცნობდა.
გვიანი ბიზანტიური სამართლის მიხედვით,ნებადართული იყო მევახშეს წლიურად 12 პროცენტი სარგებელი აეღო გასესხებული ფულიდან.
მევახშეობას აქილიკებდა აბრაამ ლინკოლნიც,რომელიც დანანებით წერდა: “ჩვენ ვერასოდეს ვერ მოვუღებთ ბოლოს მევახშეობის დამღუპველ და მავნე სისტემასო”, – და იგი სრულიად მართლი იყო.მიუხედავად იმისა,რომ ფულის ვახშით გაცემა იმთავითვე “სულის წამწყმედ” ქმედებად იყო მიჩნეული,მევახშეებს “სულის ცხონებას”,მაინც სარგებლის დიდი რაოდენობით მიღება ერჩივნათ და სამწუხაროდ, – ურჩევნიათ დღესაც. (ავტორი გენია.ჯი)