რატომ ხდებოდა ხშირად ვანდალიზმის მსხვერპლი სილვია პლათის სასაფლაო?

1963 წლის 11 თებერვალს საკუთარ სამზარეულოში გაზით მოწამვკლის შედეგად,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა გამოჩენილმა ამერიკელმა მწერალმა და პოეტმა ქალმა - სილვია პლათმა. (ავტორი გენია.ჯი) პლათის მიერ ამ საშინელი აქტის ჩადენის უმთავრეს მოტივად სილვიასა და მისი მსახიობი მეუღლის, – ტედი ჰიუზის განქორწინება იქცა.მათი განქორწინების მიზეზს ერთი მხრივ სილვიას ფსიქიატრიული შეტევები,ხოლო მეორე მხრივ კი ტედის სასიყვარულო კავშირი წარმოადგენდა ერთ-ერთი მეგობარი პოეტის ცოლთან.მეტად საყურადღებოა ის გარემოება,რომ მოგვიანებით (1963 წლის 23 მარტს) იმავე მეთოდით,რა მეთოდითაც პლათმა დაასრულა სიცოცხლე,თავი მოიკლა ტედი ჰიუზის რიგით მეორე მეუღლემ – ასია ვევილმაც.მას შემდგომ,რაც სილვია პლათი იორკშირის საგრაფოში განთავსებულ ჰეპტონსტოლის სასაფლაოზე იქნა დაკრძალული,მისი საფლავი მრავალჯერ გახდა ვანდალიზმის მსხევრპლი.რაც ყველაზე საკვირველია,არის ის,რომ ამერიკელი ლიტერატორი ქალის სასაფლაო ქვას მისივე შემოქმედების თაყვანისმცემლები ექცეოდნენ უდიერად,რადგან მასზე ამოკვეთილი გახლდათ.სილვიას თვითმკვლელობამდე მიყვანის უმთავრესი შემოქმედის,მისი მეუღლის – ტედის სახელი.პლათის შემოქმედების თაყვანისმცემელი ვანდალები,სწორედ აღნიშნულ სახელს აზიანებდნენ მისი საფლავის ქვაზე,რადგან ისინიც სხვების მსგავსად ჰიუზს მიიჩნევდნენ მეუღლის სუიციდამდე მიყვანის ორგანიზატორად. (ავტორი გენია.ჯი)

ტედი ჰიუზი

ასია ვევილი

სილვია პლათის საფლავი ჰეპტონსტოლში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>