“ეს არის სამყარო,სადაც სიკეთე მხოლოდ ზღაპრებშია გამარჯვებული…”
“მოწყალე და მოსიყვარულე შემოქმედის მიერ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი მწყობრი წესრიგი კი არ არის,არამედ მტრულ ძალთა ქაოსია,გასრესასა და განადგურებას რომ უქადის კაცს.ეს არის სამყარო,სადაც ადამიანი ესოდენ უმწეოა და მიუსაფარი,სადაც პატიოსნებისა და უანგარობის ერთადერთი ჯილდოა უმადურობა! ეს არის სამყარო,სადაც სიკეთე მხოლოდ ზღაპრებშია გამარჯვებული,სადაც სამართლიანობას,სიბრძნეს,სიქველეს ფეხქვეშ თელავს ძალმომრეობა,უმეცრება და უკეთურება.
სასტიკად სცდება ის,ვისაც სწამს სამართლიანობის საბოლოო ტრიუმფი: გონიერება კი არ მართავს სამყაროს,არამედ გაქნილობა,უხეში ძალა და ბრმა ბედისწერა”. – (ავტორი გენია.ჯი)