ნიკოლო მაკიაველის გენიალური ქმნილებიდან – “მთავარი”
“თუ მთავარი იძულებული იქნება იბრძოდეს როგორც მხეცი,ცხოველთა მთელი სიმრავლიდან ლომსა და მელას უნდა ირჩევდეს,ვინაიდან ლომს არ შეუძლია თავი დაიცვას გველისაგან,მელას – მგლებისაგან.მაშასადამე,მელა უნდა იყო,რომ შენიშნო გველი, და ლომი,რომ დაიფრინო მგლები.მას,ვინც მხოლოდ ლომობას იჩემებს,ბევრი არ ესმის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მთავარი ყოველთვის უნდა ეთათბირებოდეს თავის მრჩევლებს,მხოლოდ ეგ კია,როცა თვითონ მოეპრიანება და არა როცა სხვებს სურთ; მეტიც,ვერავინ უნდა უბედავდეს იმის რჩევას,რაც მთავარს არ უკითხავს მისთვის.მაგრამ თვითონ კი დაუზარებლად უნდა იძლეოდეს კითხვებს და, მათ პასუხად,მოთმინებით ისმენდეს სიმართლეს; მეტსაც გეტყვით,კიდევაც უნდა მრისხანებდეს,თუკი ეჩვენება,რომ ვიღაცა რაღაცის გამო ცდილობს დაუმალოს სიმართლე. და თუმცა ზოგიერთებს ჯგონიათ,რომ მთავარი,რომელსაც კეთილგონიერ კაცად თვლიან,თავის თავს კი არ უნდა უმადლოდეს ამას,არამედ ჭკვიან მრჩევლებს,რომლებიც მას გარს ახვევიან,მაგრამ ისინი უეჭველი ცდებიან,ვინაიდან უტყუარია წესი,რომელსაც გამონაკლისიც არ გააჩნია და რომლის მიხედვითაც მხოლოდ ბრძენ მთავარს შეიძლება ჰყავდეს კარგი მრჩევლები.ოღონდ მთავარი მთლიანად არ უნდა დაემორჩილოს ერთი კაცის და, თანაც,ძალზე ჭკვიანი კაცის გავლენას”. – (აქვტორი გენია.ჯი)
* * *
“ყველაფერი ერთნაირად ხდება და ქვეყნად ყველგან და ყოველთვის იმდენივე იყო სიკეთე,რამდენიც ბოროტება,მხოლოდ ეგაა,რომ სიკეთე და ბოროტება სხვადასხვაგვარად ნაწილდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში”.
* * *
“სამშობლოს გულისათვის ყველაფერი დასაშვებია: ის,რაც დანაშაულად ითვლება კერძო ცხოვრებაში,საზოგადოებრივ ცხოვრებაში უზენაესი ქების ღირსია…”