მარკუს ავრელიუსი – “ეპიზოდი”
რომის ლეგენდად ქცეული იმპერატორის – მარკუს ავრელიუსის (121-180 წლები) მმართველობის პერიოდი განსაკუთრებით კეთილისმყოფელი აღმოჩნდა მონებისათვის: (ავტორი გენია.ჯი) აღკვეთილი იქნა მონობის ზოგიერთი არაადამიანური სისასტიკე… მონის მოკვლა გამოცხადებული იქნა დანაშაულად.დანაშაულადვე გამოცხადდა მონის წამება და დასახიჩრება; მონებმა პირველად მიიღეს სასამართლოს წინაშე წარდგომის უფლება და ისინი პირველად იქნენ ცნობილი – პიროვნებებად.შესაბამისად,მონები სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრებად იქცნენ.მათ შეიძინეს ოჯახისა და საკუთრების ფლობის უფლება.ქმრის,ცოლისა და მათი ბავშვის ცალ-ცალკე გაყიდვა კატეგორიულად აიკრძალა.ზოგიერთი შემთხვევის გარდა,პატრონს უფლება არ გააჩნდა მის საკუთრებაში მყოფი დიდი ფიზიკური შესაძლებლობების მქონე მონა,როგორც გლადიატორი – გაეყიდა,ხოლო მონა ქალის გაყიდვა კი მხოლოდ იმ პირობით იყო შესაძლებელი,თუ ის დაზღვეული იქნებოდა ლუპანარში ანუ საროსკიპოში მოხვედრისაგან…
მარკუს ავრელიუსმა,რომელიც თავის დროზე აღზარდეს ისეთმა ცნობილმა პიროვნებებმა,როგორებიც იყვნენ ჰეროდე ატიკუსი,დიოგნეტე,იუნიუს რუსტიკუსი,კლავდიუს მაქსიმუსი,კორნელიუს ფრონტონი და აპოლონიოს ხალკისელი,მონების გაუსაძლისი მდგომარეობის შესამსუბუქებლად უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო შეღავათები დააწესა. (ავტორი გენია.ჯი)