მიქელანჯელო ბუონაროტი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,გენიალური იტალიელი მოქანდაკე,არქიტექტორი და მხატვარი – მიქელანჯელო ბოუნაროტი (1475-1564 წლები),ერთობ ხელმომჭირნე ადამიანი იყო და მუდმივად თავისი სიღარიბის შესახებ ჩიოდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ მიქელანჯელოს საკმაოდ გულუხვად ასაჩუქრებდნენ (განსაკუთრებით რომის პაპი პავლე III) და შესაბამისად,საწუწუნოც არაფერი გააჩნდა.თუკი მის პირად ქონებას გადავხედავთ,აღმოვაჩენთ,რომ ბუონაროტის სამი მამული და სახლი გააჩნდა სეტინიანოში,ერთი მამული დე პოცოლატიკოში,ორი მამული და ერთი სახლი სტარდელოში,ერთი მამული როვეძანოში,სამი სახლი გიბელინას ქუჩაზე,ერთი სახლი მოძას ქუჩაზე და სხვა.მიქელანჯელოს გარდაცვალების შემდგომ აღიწერა მისი ავლა-დიდება,რა დროსაც გაირკვა,რომ გარდა ზემოჩამოთვლილი სახლებისა და მამულებისა,აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ხელოვანის სახელზე არსებულ ბინაში 8 000 ოქროს დუკატიც ირიცხებოდა.საყურადღებოა ისიც,რომ მან თავის ძმისშვილს – ლიონარდოს ორჯერ გადასცა საჩუქრად 7 000 ეკიუ.ჯორჯო ვაზარის მტკიცებით,ბუონაროტის,მის ხელთ არსებული თანხის დიდი ნაწილი ფლორენციაში ჰქონია დაბანდებული და დიდ მოგებასაც ნახულობდა.მიუხედავად ამისა,მიქელანჯელო მაინც თავის სიღრიბის შესახებ ჩიოდა… (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>