დემოკრიტეს შესახებ…
ძველი ბერძნების მიერ – “მოცინარე ფილოსოფოსად” წოდებული – დემოკრიტე აბდერელი (ძვ.წ.აღ-ით 460-370 წლები),მისი თანამედროვეების მიერ დახასიათებულია,როგორც უაღრესად შრომისმოყვარე,თავმდაბალი,ბრძენი,პატრიოტი და გულმოწყალე პიროვნება. (ავტორი გენია.ჯი) ადამიანების მიერ წვრილმან საქმეებზე დამცინავი ფილოსოფოსი ერთობ ადვილად საზღვრავდა ამინდს ვარსკვლავებზე დაკვირვების შედეგად.მას ვარსკვლავებზე დაკვირვების შედეგად ბევრჯერ უწინასწარმეტყველებია თანამოქალაქეებისათვის,თუ როგორი მოსავლიანობა ექნებოდათ.დემოკრიტემ თავისი წინასწარმეტყველებით არა ერთხელ იხსნა ისინი შიმშილისაგან, და შავი ჭირისაგანაც კი.შესაბამისად,მისი ავტორიტეტი იმდენად იქნა გაზრდილი,რომ იგი აბდერის მმართველადაც კი აირჩიეს.ცნობილია,რომ სიმდიდრის არად ჩამგდებმა “მოცინარმა ფილოსოფოსმა”,მამის ქონებიდან უმნიშვნელო ნაწილი აიღო და ისიც აბდერელებს დაურიგა.ერთხელ დემოკრიტემ ზეთისხილის კარგი მოსავლის დროს აუარებელი ზეთისხილი შეიძინა,რადგან წინასწარმეტყველებდა,მომავალ წელს ცუდი მოსავალი იქნებაო.შესყიდულმა ზეთისხილმა მას დიდი მოგება მისცა.მაგრამ აბდერელმა მოგება უკან დაუბრუნა ვაჭრებს,რომლებიც ზარალის გამო დიდ მწუხარებას მისცემოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ფილონი დემოკრიტეს შესახებ წერდა: “დიდი ქონების,სახელოვანი გვარის შთამომავალი იყო დემოკრიტე,რომელმაც ჰქონდა რა დაუძლეველი სურვილი მოეპოვებინა ადამიანთათვის ყველაზე უფრო ძვირფასი – სიბრძნე,დახარჯა ბრმა და საზიზღარი სიმდიდრე,რაც ჩვეულებრივ,პატარა და უღირსი ადამიანების ხვედრია ხოლმე,მოსაპოვებლად სიმდიდრისა,რომელიც არც ბრმაა და არც წარმავალი და მხოლოდ კარგი ადამიანების ხვედრია.ამის შედეგად მას უყურებდნენ,როგორც ისეთ ადამიანს,რომელიც სამშობლოს ყველა კანონს არღვევდა და თვლიდნენ რაღაც ბოროტ გენიად.ასე რომ,მას საფრთხეც კი ემუქრებოდა – დაუსაფლავებელი დარჩენილიყო თანახმად აბდერელთა კანონისა,რომლის მიხედვითაც ყველა,ვინც გადაუხვევდა სამშობლო ქვეყნის კანონებს,არ უნდა ყოფილიყო დასაფლავებული (აბდერელთა კანონმდებლობის თანახმად,დაუსაფლავებლად ტოვებდნენ იმ ადამიანებს,რომლებიც თავიანთი მამის მიერ დატოვებულ ქონებას გაანიავებდნენ და გაფლანგავდნენ).ეს ბედი ელოდა დემოკრიტესაც,რომ მისთვის არ ეპატიებინათ იმ კარგი დამოკიდებულების გამო,რომელსაც იჩენდა მისდამი ჰიპოკრატე კოსელი”.
ზოგიერთი ცნობის მიხედვით,დემოკრიტემ თვითონ დაიბრმავა თვალი,რათა მხედველობას აზროვნებისათვის არ შეეშალა ხელი.ზოგიერთი ცნობის მიხედვით კი დემოკრიტემ ხელოვნურად გაიხანგრძლივა სიცოცხლე,რადგან სიკვდილი თესმოფორიის (დღესასწაული მიწათმოქმედების მფარველი ღვთაების – დემეტრას პატივსაცემად) დღესასწაულებში უწევდა და ახლობლებმა თხოვეს,რომ იმ დღეებში არ მომკვდარიყო,რათა წესიერად ჩაეტარებინათ დღესასწაული.რიგი წყაროები ირწმუნებიან,რომ მოშიმშილე აბდერელმა ახალგამომცხვარი პურის ოხშივარით,ზოგიერთი ცნობით კი თაფლის ყნოსვით სამი დღე კიდევ იცოცხლა ზემოაღნიშნული თხოვნის შემდეგ. – (ავტორი გენია.ჯი)