ლექსი “ათას ერთი ღამიდან”…

ამ წუთისოფელს ორი ზნე სჭირს,ორი აქვს თარგი -

სწორი და მრუდი არის იგი – ავი და კარგი.

იცოდეს იმან,ვინც საწუთროს ბრუნვას ემდურის,

დიდსა და მაღალს უდარაჯებს დღე უბედური.

* * *

განა – თავისთვის რომ შრიალებს ლაღად,სვიანად -

დიდ ხეებს არ თხრის ქარაშოტი ძირფესვიანად?

ვარსკვლავთა შორის რომ ანთია შარავანდივით -

მზესა და მთვარეს არა ქუფრავს ღრუბლის მანდილი?

* * *

განა ცოტაა ხენეში და გაზრდილი ბრუნდად -

ხეს მსხმოიარეს რომ ესვრიან ქვასა და გუნდას?

მოგწონდა აკი ეს სოფელი,როცა გწყალობდა,

როცა განგება სვებედნიერ ხმით გიგალობდა!

კომენტარის დატოვება