ბლეზ პასკალის უკანასკნელი აღსარება…
“მე მიყვარს ყველა კაცი,როგორც ჩემი ძმები,იმიტომ რომ მაცხოვარმა იხსნა ისინი.მე მიყვარს სიღატაკე,იმიტომ რომ მას უყვარს იგი.მე მიყვარს სიმდიდრე,იმიტომ რომ საშუალებას გვაძლევს გავიკითხოთ უპოვარნი.მე ყველას ერთგული ვარ და ჩემს ბოროტისმყოფელს ბოროტებითვე არ მივაგებ სანაცვლოს… მე ვცდილობ ვიყო მართალი,სამართლიანი,გულწრფელი და ერთგული ყველა კაცის მიმართ, და ვისთანაც ღმერთმა ყველაზე მჭიდროდ დამაკავშირა. (ავტორი გენია.ჯი) და სულერთია,უჩუმრად ვმოქმედებ თუ სააშკარაოდ,ყველა ჩემი მოქმედების საბოლოო მიზანი არის ღმერთი,რომელმაც უნდა განმსაჯოს და რომელსაც ყველაფერი შევწირე,ყველაფერი ვანაცვალე.
აი,როგორია ჩემი გრძნობა, და მე დღემუდამ ვლოცავ მაცხოვარს,რომელმაც ეს გრძნობა ჩამინერგა და სისუსტით,უბადრუკობით,ბილწი ვნებებით,სიამაყით და ცუდიმედობით სავსე კაცი,თავისი მადლის წყალობით,ყველა ამ ბიწისაგან განმწმინდა,მადლისა,რომელსაც უნდა ვუმადლოდე მთელს ჩემს დიდებას,ვინაიდან,ჩემდა თავად,არა გამაჩნია რა,ცთომისა და სისაწყლის გარდა”… – (ავტორი გენია.ჯი)