როგორ აჯილდოვებდნენ ოლიმპიურ ჩემპიონებს ანტიკურ ხანაში?

საყოველთაოდ ცნობილია,რომ ანტიკურ ხანაში ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულების უმთავრეს ჯილდოს ზეთისხილის ტოტებისა და ფოთლებისაგან დამზადებული გვირგვინი წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა დადგენილი წესის თანახმად,ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორებისათვის განკუთვნილი ასეთი სახის გვირგვინები მხოლოდ და მხოლოდ ზევსის ტაძრის ეზოში მზარდი “წმინდა ზეთისხილის ხისაგან” მზადდებოდა.გარდა ამისა,აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ის გარემოება,რომ აღნიშნული გვირგვინის დასამზადებლად საჭირო მცენარის ტოტები გავლენიანი და მდიდარი გვარის წარმომადგენელ იმ პატარა ბიჭუნას უნდა მოეჭრა ოქროს დანით,რომელსაც ორივე მშობელი ცოცხალი ჰყავდა.ოლიმპიური ჩემპიონი ჯილდოვდებოდა შეჯიბრზე დამსწრე მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე.დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამომსვლელი ორატორი ხანგრძლივ ქება-დიდებას ასხავდა არა მხოლოდ გამარჯვებულ ოლიმპიელს,არამედ მის სამშობლოსაც.სტადიონიდან კი აღფრთოვანებულ გულშემატკივრებს იგი ხელში ატაცებული გაჰყავდათ.

სამშობლოში დაბრუნების ჟამს,ოლიმპიურ ჩემპიონს თანამემამულეები დიდი მადლიერების გრძნობით ეგებებოდნენ და მატერიალურ ჯილდოსაც გადასცემდნენ.მაგალითად,ათენში მოქმედი კანონმდებლობით,ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულს 500 ბერძნული დრაჰმა გადაეცემოდა.

გარდა ფინანსური ჯილდოსი,ტრიუმფატორ სპორტსმენს პოეტები სახოტბო ოდებს უძღვნიდნენ,რომელთა მიხედვითაც შემდგომ სიმღერები იწერებოდა.იმ შემთხვევაში,თუკი ოლიმპიადაზე გამარჯვებული სპორტსმენი მატერიალურად შეძლებული იყო,უფლება ეძლეოდა რომელიმე ცნობილი მოქანდაკისათვის საკუთარი ძეგლის დამზადება შეეკვეთა და იგი ოლიმპიაში დაედგა (ხშირ შემთხვევებში,მატერიაკლურად ღარიბ სპორტსმენებს ოლიმპიაში ძეგლებს მეცენატები ან მშობლიური ქალაქები უდგამდნენ). (ავტორი გენია.ჯი) ასეთი სახის ძეგლების პოსტამენტებზე კი იკვეთებოდა გამარჯვებული ათლეტებისადმი მიძღვნილი ლექსები.

394 წელს ოლიმპიური თამაშები,როგორც “კერპთაყვანისმცემლობის გადმონაშთი”,გაუქმებული იქნა რომის იმპერატორის – თეოდოსიუს I-ის მიერ.თუმცა,ჩვენდა საბედნიეროდ, 1 500 წლის გასვლის შემდგომ (1896 წელს) ოლიმპიური თამაშები კვლავაც იქნა აღდგენილი. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>