ბონიფაციუს IX – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც თავისი ტირანული ბუნებითა და თვისებებით სახელგანთქმულ რომის პაპს – ბონიფაცის IX-ს (1350-1404 წლები),თავისი სასტიკი მმართველობის გამო ამბოხებული 30 ტყვე მიჰგვარეს,უმალვე ბრძანა: ” – ჩამოხრჩეთ!”
თუმცა იმ დროს რომში არ აღმოჩნდა ჯალათი.მაგრამ ბონიფაციუსმა ეს სიძნელეც მეტად ცინიკური წინადადებით გადალახა. (ავტორი გენია.ჯი) შიზოიდმა პაპმა ტყვეებს გამოუცხადა: “ერთი ოცდაათ პყრობილთაგანი,რომელიც ჩამოახრჩობს დანარჩენ ოცდაცხრას,შეწყალებული იქნება”.
ოცდაათ განწირულს შორის აღმოჩნდა ერთი ახალგაზრდა,რომელსაც მომხიბლავი ეჩვენა პაპის ამაზრზენი შეთავაზება და თავისი სიცოცხლისა და ტყავის გადასარჩენად ჩამოახრჩო ოცდაცხრა თანამზრახველი.მათ შორის კი,რაოდენ შემზარავიც არ უნდა იყოს,საკუთარი – მამა და ორი ძმა.
უკანასკნელს რომ გაუსწორდა,დაქანცულმა ის იყო წასვლა დააპირა,რომ ბონიფაციუსმა ის სიცილით შეაჩერა: ” – შენც ჩამოსახრჩობი ხარ…” – და ბრძანება გასცა ახალი ჯალათის მოძებნამდე იგი დილეგში ჩაეგდოთ.პაპის მიერ საკუთარი სიტყვის გატეხვამ რომაელ მოსახლეობაში დიდი აღშფოთება გამოიწვია… აღშფოთებულმა ხალხმა პაპის გუშაგებს ხელიდან გამოსტაცა ახალგაზრდა კაცი და იგი რომიდან გააპარა. (ავტორი გენია.ჯი)