მატიე ნიკოლა კლემანჟის გამაოგნებელი ინფორმაცია რომის კათოლიკურ ეკლესიაში გამეფებულ უზნეობაზე…
მატიე ნიკოლა კლემანჟი (1363-1437 წლები) – წარმოადგენდა გამოჩენილ ფრანგ ღვთისმეტყველს,თეოლოგსა და რომის პაპის – ბენედიქტე XIII-ეს მდივანს,რომელმაც იმ პერიოდში რომის კათოლიკურ ეკლესიაში გამეფებული ამაზრზენი მდგომარეობის შესახებ ასეთი სახის გამაოგნებელი ინფორმაცია დაგვიტოვა:
“ვინც ზარმაცია,ვისაც შრომაზე ფიქრიც კი თავზარსა სცემს,ის ვისაც სურს დაუბრკოლებლად დატკბეს და ილხინოს,მღვდელი ხდება.მაგრამ მაშინ ის,ისევე როგორც მისი კოლეგები,იწყებს არა იესო ქრისტეს,არამედ ეპიკურეს თაყვანისცემას,ატარებს დროს სამიკიტნოებში,თამაშობს ბილიარდსა და ზარს. (ავტორი გენია.ჯი) ეს მღვდლები იქ ტყვრებიან,ღვინით ჭკუას კარგავენ,მართავენ ცემა-ტყეპას,ილანძღებიან,თავიანთი ბინძური პირიდან აფრქვევენ უმსგავს სიტყვებს შემოქმედისა და წმინდანთა წინააღმდეგ.შემდეგ ღამეს ატარებენ თავიანთი საყვარლის მკლავებზე,დილით კი ტოვებენ და მიეშურებიან საყდარში,რათა ღმერთს ემსახურონ.
რაც შეეხება ეპისკოპოსებს,არქიეპისკოპოსებსა და მონასწტრების წინამძღოლებს,,ყველანი წერა-კითხვის უმეცარნი,ხარბნი,ყველანი ჯაშუშები და პატივმოყვარენი,ცილისმწამებელნი არიან,ძალზე ლმობიერნი საკუთარი თავისადმი და ძალზე მომთხოვნელნი სხვებისაგან.ყველანი ყბედნი,ქარაფშუტები და სულელები არიან.ყველას ჰყავს საყვარელი და ყველა აჩენს ხარჭებთან შვილებს.არ არსებობს მათთვის არაფერი წმინდა. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ფიქრობენ მხოლოდ თავიანთ მდაბალ ვნებათა დაკმაყოფილებაზე, და ვერავისთან ვერ უჩივლებთ.
“ჩვენ დამოკიდებული ვართ მხოლოდ პაპზე და ვემორჩილებით მხოლოდ პაპსო, – ამბობენ ღვთისმსახურნი.
მაგრამ ვის შეუძლია,რომელ ღარიბთაგანს,მიაღწიოს პაპამდე და უამბოს ყოველივე?…
კათოლიკური ეკლესიის ამჟამინდელი სასულიერო პირების დიდი უმეტესობა ცხვრის ტყავებით მოსილი მტაცებელი მგლები არიან.როგორც გაუმაძღარი ბაალი,ისე ნთქავენ მორწმუნეთა მიერ მოტანილ შესაწირავს,ხოლო როცა გამოძღებიან და ღვინით გაილეშებიან,გარყვნილების ყოველნაირ წუმპეში ეშვებიან,რათა ამით ჩააქრონ ავხორცობის ხანძარი,მათს სულს რომ წვავს.
მონაზონ ქალებზე ლაპარაკისაც კი მეშინია,რადგან მკითხველს შეუძლია ჩემი სიტყვები არასწორად ახსნას და იფიქროს,რომ მე მოგითხრობთ საროსკიპოების ამბავს,სადაც ცხოვრობენ ცრუ და აღვირახსნილი ქალები,თავიანთ სხეულს რომ ყიდიან; სადაც ადგილი აქვს ძალმომრეობასა და სისხლის აღრევას.ქრისტეს სარძლოთა სავანეები,დედათა მონასტრები ჩვენში ღვთისმსახურების ადგილებად ვერ ჩაითვლებიან.ესაა საზიზღარი გარყვნილების ბუდე,სადაც ავხორცი,გარყვნილი ადამიანები ცდილობენ თავიანთი ვნებების შმაგი ცეცხლი დაშრიტონ,გული დაიცხრონ.არავიტარი განსხვავება არ არის მონაზვნის სამოსელში გახვეულ ქალსა და მეძავს შორის,თავისი სხეულის გაყიდვას რომ მუშაობად თვლის”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ეს ის პერიოდია,როდესაც რომის კათოლიკური ეკლესიის ტახტი ეკავათ ისეთ ანტიპაპებს,როგორებიც გახლდნენ – ალექსანდრე V და იოანე XXIII (იგივე – ბალთაზარ კოსა)…