“სიბრძნის წუთი”

ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,გენიალურმა ძველ ბერძენმა ფილოსოფოსმა – დემოკრიტე აბდერელმა (ძვ.წ.აღ-ით 460-370 წლები) არ იცოდა რა ეთქვა გასამხნევებლად სპარსეთის მეფის დარიოსისათვის,რომელიც სწუხდა ულამაზესი ცოლის დაკარგვის გამო. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,იგი დარიოსს გარდაცვლილი მეუღლის გაცოცხლებას დაჰპირდა,თუკი ის მოისურვებდა ეშოვა ყოველივე,რაც კი დასჭირდებოდა ამისათვის.სპარსთა სახელოვანმა მეფემ ქვეშევრდომებს უბრძანა არაფერი დაეშურებინათ,რათა დემოკრიტეს შეესრულებინა მიცემული დაპირება.აბდერელმა რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ დარიოსს უთხრა,რომ დაპირების შესრულებისათვის ყველაფერი იქნება ნაშოვნიო,მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო,რის პოვნაც მას არ შეუძლია,მაგრამ დარიოსისათვის,როგორც მთელი აზიის მფლობელისათვის,ძნელი არ უნდა იყოსო.დარიოსის შეკითხვაზე,თუ რა უნდა იყოს ისეთი,რიც პოვნაც მხოლოდ მეფეს შეუძლია,დემოკრიტემ უპასუხა: თუ მეფე თავის ცოლის საფლავზე დააწერს სამი ისეთი ადამიანის სახელს,რომელთაც მწუხარება არ განუცდიათ,მაშინ იგი გაუცოცხლებდა მეუღლეს,რომელმაც სიკვდილის კანონით დახუჭა თვალები. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც დარიოსს გაუჭირდა და ვეღარ იპოვა ვერც ერთი ისეთი ადამიანი,რომელსაც რაიმე მწუხარება არ ჰქონოდა გადატანილი,მაშინ დემოკრიტემ მისთვის ჩვეული ღიმილით უთხრა: “ო,ყველაზე უფრო უცნაურო ადამიანო.განუწყვეტლივ ჰგოდებ,თითქოს მხოლოდ შენ იყო აღვსილი ასეთი მწუხარებით,მაშინ როდესაც ერთიც კი არაა ადამიანთა შორის ისეთი,რომელსაც არ ხვდენოდეს წილად მსგავსი მწუხარება”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>