აბრაამ ლინკოლნი ამბობდა…
“ცდა იმისა,რომ მონობის ბორკილებს სხვები მიაჩვიოთ,ნიშნავს თქვენივე ხელებისა და ფეხებისათვის გაამზადოთ ბორკილები.როცა შეეჩვევით ფეხქვეშ გათელოთ სხვა ადამიანების უფლება,ამით საკუთარ თავისუფლებას დაკარგავათ და თქვენივე წრის წარმომადგენელი ვერაგი ტირანის სასურველი ქვეშევრდომი გახდებით.ნება მიბოძეთ,გითხრათ,რომ ამას გიმზადებთ ისტორიის ლოგიკა”.
* * *
“მე არ მწამს კანონი,რომელიც ადამიანს გამდიდრებაში უშლის ხელს.ასეთ კანონს ზიანის მოტანა უფრო შეუძლია,ვიდრე სარგებლობისა; ამრიგად,რადგან ჩვენ განზრახული არა გვაქვს ვებრძოლოთ კაპიტალს,თვით უკიდურესად ღარიბ კაცსაც კი უნდა მივცეთ გამდიდრების შესაძლებლობა”.
* * *
“ჩვენ გვიხსნის შენარჩუნება თავისუფლების სულისა,რაც ყველა ხალხის,მსოფლიოს ყველა ქვეყნის მემკვიდრეობად მიგვაჩნია.გაანადგურეთ ეს სული და თქვენ საკუთარი სახლის კარების წინ დათესავთ დესპოტიზმს”.
* * *
“ჩვენმა ერმა არსებობა დაიწყო დეკლარაციით – “ყველა ადამიანი თანასწორი უფლებებით იბადება.ამას ახლა პრაქტიკულად ასე გამოვთქვამთ ხოლმე: “ყველა ადამიანი,ზანგების,იმიგრანტებისა და კათოლიკების გარდა,თანასწორი უფლებებით იბადება.თუ ასე მოხდა,მირჩევნია წავიდე რომელიმე ქვეყანაში,სადაც თავისუფლების სიყვარულს არ იჩემებენ; მაგალითად,რუსეთში,სადაც დესპოტიზმს ნახავ სუფთა სახით,ყოველგვარი ფარისევლობის გარეშე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სამყაროს შექმნის დასაწყისიდანვე ყოვლისშემძლემ უთხრა პირველ ადამიანს: “ოფლითა მოიპოვებდე პურსა შენსა”, და იმ დღიდან ჰაერისა და ცის ნათელის გარდა არც არა იყო რა და არაც არა არის სასარგებლო რამ,რომელიც,უპირველეს ყოვლისა,შრომის ნაყოფი არ იყოს.რადგან ყოველი სასარგებლო საგანი შექმნილია შრომით,ამდენად იგი წესით შემქმნელს უნდა ეკუთვნოდეს: მოხდა ისე,რომ იმ დღიდან,რაც სამყარო არსებობს,ერთნი მუშაობენ,მეორენი კი ხელს არ ანძრევენ და სხვისი შრომის ნაყოფის უმეტეს ნაწილს ითვისებენ.ეს უსამართლობაა და ასე არ შეიძლება გაგრძელდეს.მისცეს ყოველ მშრომელს მისი შრომის ნაყოფი თუ მთლიანად არა,ნაწილობრივ მაინც – აი,ყოველი კარგი მთავრობის მიზანი”.
* * *
“საყოველთაო უსაქმურობა სწრაფად მიგვიყვანს საყოველთაო დაღუპვამდე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ჩემი გრძნობები თანაბრად რომ გავუნაწილო ყველა ადამიანს,დედამიწაზე არც ერთი მხიარული სახე აღარ იქნება”.
* * *
“იშოვეთ წიგნები,იკითხეთ და ისწავლეთ მანამ,ვიდრე არ გაერკვევით ძირითად პრობლემებში.ეს მთავარია.ყველაზე გადამწყვეტია წარმატებათა მოპოვებისაკენ დაუმცხრალი სწრაფვა”. – (ავტორი გენია.ჯი)