ჯორჯო ვაზარი “სიქსტეს კაპელას” შესახებ წერდა…
რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მხატვარი,არქიტექტორი და მწერალი – ჯორჯო ვაზარი (1511-1574 წლები) იმდენად აღაფრთოვანა გენიალური მიქელანჯელოს მიერ ვატიკანში განთავსებული “სიქსტეს კაპელას” ვირტუოზული ხელოვნებით შესრულებულმა მხატვრობამ,რომ მან შემდეგი სიტყვები უძღვნა ამ უკვდავ ქმნილებას:
“ეს უზენაესი მხატვრობა,ნიმუშად უნდა იქცეს ჩვენი ხელოვნებისათვის.ღვთიურმა განგებამ ეს საჩუქარი ქვეყანას იმისათვის მოუვლინა,რომ ეჩვენებინა,რა დიდი გონებით შეუძლია მას დააჯილდოვოს ზოგიერთი ადამიანი,რომელსაც ქვეყნად გზავნის.ყველაზე უფრო დახელოვნებული მხატვარიც კი შეშფოთდება,როცა ამ გაბედულ კონტურებსა და საოცარ რაკურსებს შეავლებს თვალს. (ავტორი გენია.ჯი) ამ ზეციური ნაწარმოების წინაშე გრძნობები უძლურია და ისმის საკითხი: რა ფასი უნდა ჰქონდეს მასთან შედარებით მანამდე შექმნილ ნაწარმოებთ,ან იმ ნაწარმოებთ,რომლებიც მომავალში შეიქმნებიან.ხელოვნებისა და გენიის ამ სასწაულის მხილველს შეუძლია ბედნიერად მიიჩნიოს თავისი თავი.
ო,ბედნიერო პავლე III ! ზეცამ შენ საშუალება მოგცა მფარველობა გაგეწია ამ დიდებისათვის! შენი სახელი სამარადისოდ იცოცხლებს ბუონაროტისთან ერთად,რომლის სახელიც მთელ მსოფლიოს მოეფინა”. (ავტორი გენია.ჯი)
ჯორჯო ვაზარი
პავლე III
მიქელანჯელო