როგორ შეურაცხყო მიქელანჯელო იულიუს II-მ?
როდესაც რომის პაპმა – იულიუს II-მ გენიალურ იტალიელ ხელოვანს – მიქელანჯელო ბუონაროტის “განკითხვის დღის” დახატვა შეუკვეთა,გიგანტური სამუშაოსაგან ქანცგაწყვეტილი მუდმივად ჩიოდა,რომ მისი საქმე მხატვრობა არ იყო და ტყუილად ვკარგავ დროსო (ცნობილია,რომ ბუონაროტი თავს არა მხატვრად,არამედ მოქანდაკედ მიიჩნევდა). (ავტორი გენია.ჯი) მიქელანჯელო კიდევ უფრო დიდ განსაცდელში მას შემდეგ ჩავარდა,რაც “განკითხვის დღის” ფრესკა ცუდი საღებავების გამო ობით იქნა დაფარული.ამას თან ერთვოდა იულიუსის გამუდმებული მეთვალყურეობა.რომის პაპი ძალიან ბრაზობდა მიქელანჯელოს მუშაობის ნელი ტემპის გამო.თავისი ფიცხი ხასიათით ცნობილმა იულიუსმა ერთ დღეს ბუონაროტის ჰკითხა,როდის დაასრულებ “განკითხვის დღეზე” მუშაობასო,რაზეც მისგან პასუხად მოისმინა: “როდესაც შევძლებო”.მიქელანჯელოს პასუხმა რომის პაპი იმდენად გამოიყვანა წყობილებიდან,რომ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგვინა: მან გენიალურ იტალიელ ხელოვანს – ჯოხი დაარტყა!!! – და ხარაჩოებიდან გადმოგდებით დაემუქრა!!!
პაპის მიერ შეურაცხყოფილი მიქელანჯელო,რომელსაც თავმოყვარეობის გრძნობა განსაკუთრებით ჰქონდა გამძაფრებული,უმალვე შინ გაეშურა და რომის დატოვების სამზადისს შეუდგა.შესაბამისად,დაუსრულებელი რჩებოდა მისი ღვთაებრივი ქმნილებაც – “განკითხვის დღე”.თუმცა,კაცთა მოდგმის საბედნიეროდ,პაპმა კარგად გაანალიზა შექმნილი მდგომარეობა და მასთან სასწრაფოდ აფრინა თავისი ქვეშევრდომი აკურსიო,რომელსაც თან 500 დუკატი გაატანა ბუონაროტისთან მისი გულის მოსაგებად.გარდა ამისა,აკურსიომ ხელოვანს პაპის ნაცვლად ბოდიშიც მოუხადა.მიქელანჯელომ მიიღო ეს ბოდიში, და სწორედ ასე გადაურჩა “სიქსტეს კაპელას” ერთ-ერთი შედევრი-ფრესკა “განკითხვის დღე” სრულყოფილად დასრულებას. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,იულიუს II გახლდათ ის რომის პაპი,რომლის სან პეტრონის ფასადის წინ 1508 წელს აღმართული ქანდაკებაც ალფონსო დ’ესტეს ბრძანებით 1511 წელს იქნა დამსხვრეული.ნამსხვრევებიდან კი დ’ესტეს ბრძანებით,მისმა მეზარბაზნემ,კვირინიომ – ზარბაზანი ჩამოასხა. (ავტორი გენია.ჯი)
“განკითხვის დღე”