ალექსეი სავრასოვი – “ჭილყვავები მოფრინდნენ”
“ჭილყვავები მოფრინდნენ” – წარმოადგენს ცნობილი რუსი მხატვარ-პეიზაჟისტისა და რუსი მხატვრების შემოქმედებითი გაერთიანების – “პერედვიჟნიკების” ერთ-ერთი ფუძემდებლის - ალექსეი სავრასოვის (1830-1897 წლები) მიერ 1871 წელს ტილოზე ზეთის საღებავებით დახატულ სურათს. (ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიმაღლე 62 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე კი 48,5 სანტიმეტრი.ერთობ სენტიმენტალური და მრავლისმეტყველი ტილოს შექმნის იდეა სასოწარკვეთილ მხატვარს მას შემდეგ გაუჩნდა,რაც მას მეუღლის ავადმყოფობის შედეგად გარდაეცვალა ახლად დაბადებული გოგონა.სურათის ეტიუდი აღებულია კოსტრომის გუბერნიაში განთავსებული სოფლიდან – მოლვიტინო.ტილოს ცენტრში წარმოდგენილია დღემდე მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი - “აღდგომის ეკლესია”.თუმცა,ალექსეის ნამუშევარში უმთავრესი როლი მაინც ჭილყვავებს ეკისრებათ,რაც კარგად გადმოგვცემს მხატვრის იმ სულიერ მდგომარეობასა და განცდას,რაც მან მცირეწლოვანი ქალიშვილის გარდაცვალების შედეგად მიიღო.სავრასოვმა თავისი ყველაზე ცნობილი ტილოს საბოლოო დამუშავება მოსკოვში განთავსებულ საკუთარ სახელოსნოში დაიწყო. 1871 წელს კი იგი პირველად წარადგინა ფართო აუდიტორიის წინაშე.”პერედვიჟნიკების” პირველ გამოფენაზე წარმოდგენილმა სავრასოვის ქმნილებამ იმთავითვე დიდი მოწონება დაიმსახურა და უმალვე იქნა კიდეც გაყიდული. (ავტორი გენია.ჯი) სავრასოვის მიერ დახატული ტილო შესყიდული იქნა საყოველთაოდ ცნობილი რუსი მეცენატის,მეწარმისა და კოლექციონერის – პავლე ტრეტიაკოვის მიერ.სურათს იმდენად დიდი წარმატება ხვდა წილად,რომ ალექსეის 1872 წელს მეორეჯერ შეუკვეთეს აღნიშნული სიუჟეტის მქონე ტილოს დახატვა.სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე გალოთებულმა და გაღატაკებულმა მხატვარმა – ალექსეი სავრასოვმა,ერთი ჭიქა არაყისა და ლუკმა პურის გამო არაერთი რესტორნის კედელზე დახატა თავისი შემოქმედების საუკეთესო ქმნილების ასლები.დღესდღეობით,”ჭილყვავები მოფრინდნენ” დაცულია მოსკოვში განთავსებულ “ტრეტიაკოვის გალერეაში”. (ავტორი გენია.ჯი)
ალექსეი სავრასოვი