აბდულ ჰამიდ II-ის შესახებ…
როგორც ცნობილია,ოსმალეთის იმპერიის რიგით 34-ე სულთანი – აბდულ ჰამიდ II (1842-1918 წლები),რომელსაც ზედსახელად “მკვლელი ტახტზე” უწოდეს,მეტად მშიშარა,თუმცა მკაცრი და მძინვარე რეპუტაციის მქონე ერთპიროვნული მმართველი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) თურქი ისტორიკოსების მტკიცებით,სულთნის ხასიათში სწორედ სწორედ შიშმა შობა ეს სიმკაცრე.იგი ყოველ წუთს ხალხისაგან შურისძიებას ელოდა და საკუთარ ჩრდილსაც კი გაურბოდა.ოსმალეთის იმპერიის მპყრობელს საძაგლად სძულდა დაღამება,რადგან მას სიბნელე ჭირის დღესავით ეჯავრებოდა.პარანოიული შიშების გამოისობით,აბდულ ჰამიდს დღე-ღამეში მხოლოდ სამი-ოთხი საათი თუ ეძინა.იგი საძინებელ ოთახს თავდასხმის შიშით ყოველ ღამით იცვლიდა და ღამეში სამჯერ გადაადგილდებოდა ერთი საძინებლიდან მეორეში,რომ არავის სცოდნოდა,სად ეძინა ქვეყნის მმართველს.საკმარისი იყო,მის საწოლს ვინმე მიახლოვებოდა,რომ სპეციალურად გაწვრთნილ თუთიყუშებს ერთი განგაში აეტეხათ. (ავტორი გენია.ჯი) მხატვრების მიერ ზედმიწევნითი სიზუსტით შესრულებული,აბდულჰამიდს მიმსგავსებული ფიტულები სულთნის სასახლის თითქმის ყოველ ოთახში იდგა: “სულთანი” ხან წამოწოლილი იყო,ხან – ტახტზე მჯდომი.მას ცოცხალი ორეულებიც ბევრი ჰყავდა.ხშირი ყოფილა შემთხვევები,როდესაც ჯერ სულთნის ორეული მდგარა ხალხის წინაშე,შემდეგ კი – ნამდვილი სულთანი და ძალიან ცოტამ თუ იცოდა,რომელი იყო სულთანი აბდულ ჰამიდ II. საინტერესოა ისიც,რომ თავდასხმის პათოლოგიური შიშით შეპყრობილ სულთანთან ნებისმიერი სახის დოკუმენტი გაშლილი სახით შეჰქონდათ: დახვეულ ქაღალდში ვინმემ ყუმბარა არ ჩადოსო!
საბოლოო ჯამში,აბდულ ჰამიდ II 1908 წელს გადაყენებული იქნა ტახტიდან. 1912 წელს იგი დაკავებული იქნა და პატიმრობაშივე ჰპოვა აღსასრული 1918 წლის 10 თებერვალს. (ავტორი გენია.ჯი)