ნოდარ დუმბაძის რომანიდან – “თეთრი ბაირაღები”
“წერილების უმრავლესობა ანონიმურია,ხალხი ერთმანეთს აბეზღებს.ვინ სად,როდის და რამდენ ქრთამს იღებს,ვის რომელი ხის ძირში აქვს ფული დამარხული,რომელ კედელშია ჩაშენებული ოქროებითა და ძვირფასი თვლებით სავსე ქოთნები,ვინ რამდენად ყიდის სამუშაო ადგილს თუ წილს და ვინ რომელ რესტორანში ქეიფობს არღნით ხელში ბოზებთან ერთად,ვინ რამდენ ბოთლ შამპანურს სვამს გარყვნილი დედაკაცების ძუძუსთავებიდან,ვის აქვს ყალბი დიპლომი,როგორ იღებენ ქრთამს ქალაქში ჩაწერაში,მანქანების გაფორმებაში და უამრავ სხვა რამეში,თვითონ ჩემი თანამშრომლებიც კი. როდესაც ასეთ წერილებს კითხულობ კაცი,უცებ გავიწყდება,რომ ქვეყნად არსებობს სუფთა ჰაერი,წმინდა მდინარე,შეურყვნელი ბალახი,მოუჭრელი ხე,მოუგლეჯელი ყვავილი,მგალობელი ჩიტი და უღრუბლო ცა,ყველაფერი მიწაზეა გართხმული და ტალახშია ამოსვრილი,გგონია,რომ დედამიწის დაშავებული ზურგი სავსეა ბალღამითა და ბოროტებით”.(ავტორი გენია.ჯი)