სესილია თაყაიშვილი – “მუხლმოდრეკილი გეხვეწებით!”
“ვგრძნობ ძალიან ცუდათ ვარ,არ მცილდება ნახველში სისხლი.უსაშველო ხველა,ვიხრჩვები.რა კარგია კაცი რომ დიდი სიცხით არის ავად,გრძნობა ეკარგება და კვდება.რა ცუდია,როცა ყველაფერი გტკივა,დადიხარ და არ კვდები.
ვთხოვ ჩემიანს ყველას შემისრულონ თხოვნა.არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ.ჩემი არ გადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი.მერწმუნეთ,არავითარ შემთხვევაში,მუხლმოდრეკილი გეხვეწებით! (ავტორი გენია.ჯი)
დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ ნუ გამოძებნით ჩემთვის ადგილს.საბურთალოზე თუ შეიძლება,მაგრამ გთხოვთ ორი ადგილი,იმიტომ რომ ჩემს გვერდით მოხვდება ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახისგან და არ ვიქნები მარტო.იწამეთ თხოვნა.
რა საჭიროა ყარაული,ანუ დღედაღამ გლოვა,არავითარი სიტყვები!
ვიყავი,ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება!
იმედია ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას”. (ავტორი გენია.ჯი)