“სამშობლოს დღე”
სამხრეთ ამერიკაში,კერძოდ,ანდებსა და წყნარ ოკეანეს შორის მოქცეულ ვიწრო სანაპირო ზოლზე განთავსებულ ქვეყანაში – ჩილეს რესპუბლიკაში,ყოველი წლის 18 სექტემბერს აღინიშნება დამოუკიდებკლობის დღე,რომელსაც ჩილეს მოსახლეობა – “სამშობლოს დღეს” უწოდებს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული დღესასწაული ჩილელთათვის წლის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად არის მიჩნეული და იგი ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება.ამ პერიოდში ჩილელები ქუჩებში ხარის რქებისაგან დამზადებული სასმისებით (იგივე ყანწებით) მიირთმევენ ახლად დაყენებულ ღვინოს,რომელსაც – ჩიჩუს უწოდებენ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სწორედ “სამშობლოს დღეა” ის ერთადერთი დღე წლის განმავლობაში,როდესაც ჩილელებს კანონი აძლევს უფლებას ალკოჰოლური სასმელები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მიირთვან.გარდა ამისა,ჩილეს მოსახლეობის დიდი ნაწილი იკრიბება სტადიონებზე,სადაც ეწყობა კოვბოების ოსტატობის ჩვენება – ჯირითში და ცხენებისა და ხარების დაჭერაში,რომელსაც “როდეოს” უწოდებენ.როდეოს დასრულებისას კი სტადიონებზე დამსწრე საზოგადოება მასობრივად იწყებს ეროვნული ცეკვის – “კუენკუს” შესრულებას.ჩილეს კანონმდებლობის მიხედვით,”სამშობლოს დღისადმი” მიძღვნილ დღესასწაულზე,თითოეული საჯარო დაწესებულება ვალდებულია თავის ტერიტორიაზე აღმართოს ქვეყნის ეროვნული დროშა.წინააღმდეგ შემთხვევაში ამა თუ იმ საჯარო დაწესებულებას,რომლებშიაც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო არ აღიმართება,საკმაოდ სოლიდური ფულადი ჯარიმის გადახდა ეკისრება. (ავტორი გენია.ჯი)