ლევ ტოლსტოი – “ეპიზოდი”
1910 წლის 23 ნოემბერს (ახალი სტილით) ტულის ოლქში მდებარე სოფელ იასნაია-პოლიანაში დაკრძალული იქნა გამოჩენილი რუსი მწერალი და მოაზროვნე - ლევ ტოლსტოი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,ტოლსტოის ცხედარი მისივე ანდერძის თანახმად დასაფლავებული იქნა არა მშობლიური სოფლის სასაფლაოზე,არამედ იასნაია-პოლიანას სიახლოვეს განთავსებული ტყის განაპირა ნაწილში.როგორც მწერლის ბიოგრაფიიდან ირკვევა,ლევ ტოლსტოი და მისი ძმა ბავშვობაში მთელი მონდომებით ცდილობდნენ იმ ჯადოსნური “მწვანე ჩხირის” მოძებნას,რომელსაც ადამიანების გაბედნიერება შეეძლო.პატარა ტოლსტოები ვარაუდობდნენ,რომ ჯადოსნური “მწვანე ჩხირი” იასნაია-პოლიანას სიახლოვეს მდებარე ტყის პირას იყო საიდუმლო ადგილას გადამალული…
მას შემდეგ გავიდა ათწლეულები,თუმცა მწერლის გონებიდან არასოდეს ამოშლილა “მწვანე ჩხირის” ძებნის ბავშვობის ისტორია.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ლევ ტოლსტოიმ იასნაია-პოლიანას ახლოს მდებარე ტყის განაპირა ნაწილში ისურვა სამუდამო განსასვენებლის მოწყობა ყოველგვარი საფლავის ქვის,ძეგლისა და ჯვრის გარეშე. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ზემოთ განთავსებულ სურათზე წარმოდგენილია ლევ ტოლსტოის საფლავი.