რატომ იღუპებოდნენ ადრეულ ასაკში ძველი ეგვიპტელი ქურუმები?
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,უძველესი ეპოქების ეგვიპტეში თითოეული ღმერთისადმი მიძღვნილ ტაძარში,წარმართულ რელიგიურ რიტუალებს – ქურუმები აღასრულებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მეცნიერების მიერ არა ერთი ქურუმის მუმიის შესწავლისას გაირკვა,რომ წარმართული რელიგიური კულტების სასულიერო პირთა უმრავლესობა სიცოცხლეს საშუალოდ, 40 – 50 წლამდე ასაკში გამოეთხოვა.ამის უმთავრეს მიზეზად კი მკვლევარების მიერ დასახელებული იქნა ქურუმების კვების რაციონი.უამრავი ძველ ეგვიპტური წარწერა მოწმობს,რომ ღმერთებს ტაძრებში ეგვიპტელები ყოველდღიურად სამჯერ სწირავდნენ ძალიან კალორიულ კერძებს.ძირითადად კი – ცხიმით სავსე ბატის ხორცს,ცხოველური ცხიმებისაგან გამომცხვარ პურს,კვერცხს,ცხიმით შეზავებულ ნოყიერ ტკბილეულსა და სხვადასხვა სახის ალკოჰოლურ სასმელებსაც კი. (ავტორი გენია.ჯი) დღის ბოლოს,ქურუმებს ღმერთებისადმი შეწირული საჭმელ-სასმელი საკუთარ ოჯახებში მიჰქონდათ.შესაბამისად,წარმართული რელიგიური კულტების ეგვიპტელ სასულიერო პირებს მეტად კალორიული კერძებით უწევდათ გამოკვება,რაც მათ ორგანიზმზე დამღუპველად მოქმედებდა.როგორც გამოჩენილი ამერიკელი პროფესორი – დევიდ საიდი ირწმუნება,არაჯანსაღი რაციონით კვებას საბოლოო ჯამში,ძველი ეგვიპტელი ქურუმების ადრეულ ასაკში გარდაცვალება ახლდა თან. (ავტორი გენია.ჯი)