რა საოცარი ქმედება ჩაიდინა ვლადიმერ სკლიფოსოვსკიმ?
ვლადიმერ სკლიფოსოვსკი წარმოადგენდა ერთ-ერთი უდიდესი რუსი მედიკოსის (ქირურგის),პროფესორისა და საიმპერატორო კლინიკური ინსტიტუტის დირექტორის – ნიკოლოზ სკლიფოსოვსკის (1836-1904 წლები) ვაჟს,რომელმაც მის მიერ ჩადენილი გასაოცარი ქმედებით უამრავი ადამიანის შოკი და სიყვარული გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,დიდ ქირურგს – ნიკოლოზს,თავისი ხანგრძლივი ცხოვრების გზაზე უამრავი საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს.ბოლშევიკებმა 1918 წელს მხეცურად მოუკლეს პარალიზებული მეუღლე – სოფია სკლიფოვსკაია და ქალიშვილი – თამარი; უფროსი ვაჟი – ბორისი ყრმობის ასაკში გარდაეცვალა; მეორე ვაჟი – კონსტანტინე 17 წლის ასაკში ტუბერკულოზით აღესრულა; მესამე ვაჟი – ნიკოლოზი რუსეთ-იაპონიის ომში დაეღუპა; მესამე ვაჟი – ალექსანდრე კი უგზო-უკვლოდ იქნა დაეკარგა.ვლადიმერი ნიკოლოზის მეოთხე ვაჟიშვილი გახლდათ.იგი ოქტომბრის რევოლუციამდე პერიოდში გაწევრიანებული იქნა ერთ-ერთ ტერორისტულ ორგანიზაციაში,სადაც მიიღო დავალება ტერორისტული აქტი მოეწყო და მოეკლა პოლტავის გუბერნატორი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ პოლტავის გუბერნატორი ვლადიმერის მამისა და მისი ოჯახის დიდი მეგობარი იყო,რის გამოც იგი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა.სწორედ ამ დროს მიიღო ვლადიმერმა ის გადაწყვეტილება,რომელმაც ყველა შოკში ჩააგდო.ტერორისტების მიერ სასიკვდილო განაჩენგამოტანილი პოლტავის გუბერნატორი მისივე მეგობრის “ტერორისტმა” ვაჟმა დიდსულოვნად დაინდო და შეიწყალა.თუმცა ამ ქმედებას ვლადიმერის გარდაცვალება მოჰყვა თან,რადგან მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა… (ავტორი გენია.ჯი)