კალირ კანდა (მოატყუე კუჭი)
ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის მიმდინარეობისას,რომელიც მოგზაურობისადმი გახლდათ მიძღვნილი,გადაცემის წამყვანმა მაყურებელს მოუყვა ლეგენდა ინდოეთში მზარდი მცენარის – კალირ კანდას გასაოცარი და უჩვეულო თვისებების შესახებ.ლეგენდის თანახმად,თურმე სამხრეთ აზიაში,ინდოსტანის სუბკონტინენტზე განთვსებული – ინდოეთის რესპუბლიკის ტყეებში ხარობდა მეტად უცნაური სახელწოდებისა და მახასიათებლის მქონე ხე - “კალირ კანდა”,რაც ინდური ენიდან თარგმანით აღნიშნავს – “მოატყუე კუჭი”. (ავტორი გენია.ჯი) ლეგენდიდან ირკვეოდა,რომ აღნიშნული მცენარე და მისი უჩვეულო თვისება დიდი ხნის წინათ აღმოაჩინეს ინდოელმა მონადირეებმა.როდესაც ისინი სანადიროდ შორეულ მხრეებში დიდი ხნით მიემგზავრებოდნენ,იმისათვის რომ შიმშილის გრძნობა მოეკლათ,კალირ კანდას ფოთლებს ღეჭავდნენ.მიუხედავად იმისა,რომ ამ მცენარის ფოთლები არავითარ საკვებ ნივთიერებებს,კალორიებსა და ვიტამინებს არ შეიცავდნენ,თურმე მისი ერთი ან ორი ფოთლის დაღეჭვაც კი საკმარისი ყოფილა ერთი კვირის განმავლობაში შიმშილის მწვავე გრძნობის გასაქარვებლად.გარდა ამისა,ხაზი გაესვა იმასაც,რომ კალირ კანდას ფოთლების ღეჭვა ადამიანებისათვის უებარი საშუალება იყო წონაში დასაკლებად.
გადაცემის წამყვანის მიერ მოყოლილმა ლეგენდამ უმალვე დიდი გამოხმაურება ჰპოვა დიეტოლოგებსა და გამდიდრების მანიით შეპყრობილ ავანტიურისტებში.მალევე მსოფლიოს მასტაბით მასობრივად იქნა დაწყებული “კალირ კანდას” ფოთლებისაგან დამზადებული აბების გაყიდვა და ეს მაშინ,როდესაც ბუნებაში ასეთი მცენარე საერთოდ არ არსებობდა.იმ სურათებზე კი,რომლებზეც თითქოს კალირ კანდას ფოთლები იყო გამოსახული,ყალთაბანდები პურის ხის ფოთლებს გამოსახავდნენ.ტრადიციული მედიცინა თავდაპირველად გააოგნა კალირ კანდას შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ,თუმცა ფარმაცევტები მალევე გაერკვნენ შექმნილ სიტუაციაში და მოსახლეობას აუწყეს,რომ ასეთი სახის მცენარეს მედიცინა საერთოდ არ ცნობდა.მიუხედავად მედიკოსთა გაფრთხილებისა,წონაში დაკლების მსურველები მაინც აქტიურად ეტანებიან “მითიური” კალირ კანდას ფოთლებისაგან დამზადებულ აბებს.ასეთი სახის აბები დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ რუსეთის ფედერაციაში. (ავტორი გენია.ჯი)