თვეების რა უტოპიურ სახელწოდებებს გვთავაზობდა “მებრძოლ ათეისტთა კავშირი”?

1939 წელს “წითელ იმპერიაში” – საბჭოთა კავშირში დაფუძნებულმა ნებაყოფლობითმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ – “მებრძოლ ათეისტთა კავშირმა” – საბჭოთა ხელისუფლებას შესთავაზა კალენდრის თვეების სახელწოდებებში მეტად უცნაური ცვლილებები მოეხდინათ. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ 1929 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო მცდელობა “საბჭოთა რევოლუციური კალენდრის” შექმნისა,რომლის მიხედვითაც თითოეული თვე 30 რიცხვით უნდა დასრულებულიყო (მათ შორის თებერვალიც).თითოეული კვირა შედგებოდა ხუთი დღისაგან.შესაბამისად,ამ უჩვეულო და უტოპიური კალენდრის თანახმად,წელიწადში 365 დღის ნაცვლად 360 დღე უნდა არსებულიყო.თუმცა 1940 წელს  ”საბჭოთა რევოლუციურმა კალენდარმა” ერთხელ და სამუდამოდ დალია ჩაილულის წყალი.ამავე კალენდრის შემუშავების ფარგლებში ”მებრძოლ ათეისტთა კავშირმა” წამოაყენა წინადადება,რომლის მიხედვითაც იანვარს – ლენინის თვე უნდა დარქმეოდა; თებერვალს – მარქსის; მარტს – რევოლუციის; აპრილს – სვერდლოვის; მაისს სახელი არ ეცვლებოდა და კვლავაც მაისად რჩებოდა; ივნისს – საჭოთა კონსტიტუციის; ივლისს – მოსავლის აღების; აგვისტოს – მშვიდობის თვის სახელი შეურჩიეს; სექტემბერს – კომინტერნის; ოქტომბერს – ენგელსის; ნოემბერს – დიდი რევოლუციის,ხოლო დეკემბერს კი – სტალინის თვე.

საბედნიეროდ,ხელისუფლებამ საბჭოთა ”მებრძოლ ათეისტთა კავშირის” ყოვლად უტოპიური შეთავაზება არ მიიღო და კალენდარულ თვეებს კვლავაც ძველი სახელწოდებები დაუტოვა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>