როგორ ჩაეყარა საფუძველი საკრედიტო ბარათს?
საკრედიტო ბარათი – წარმოადგენს პლასტკურ ფირფიტას,რომლის მაგნიტურ ლენტზე დატანილია მფლობელის მონაცემები და ასრულებს ბანკის მიერ გამოშვებული სახელობითი ფულადი დოკუმენტის ფუნქციებს. (ავტორი გენია.ჯი) საკრედიტო ბარათის დაარსებას საფუძველი 1949 წელს ჩაუყარა ერთობ უხერხულმა სიტუაციამ.კერძოდ,საკრედიტო კომპანიის – “Hamilton Credit Corporation”-ის ხელმძღვანელმა – ფრენკ მაკნამარამ,რომელმაც მეგობრებთან ერთად ნიუ-იორკში განთავსებულ ერთ-ერთ რესტორანში ივახშმა,აღმოაჩინა,რომ ის ნაღდი ფული,რომელიც მას ხელზე გააჩნდა,საკმარისი არ იყო რესტორნის ვალის დასაფარად.ამიტომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი მაკნამარა იძულებული გახდა საკუთარი მეუღლისათვის დაერეკა და იმ თანხის მიტანა ეთხოვა,რომელიც ვალის დასაფარად იყო საჭირო.სწორედ აღნიშნულმა სიტუაციამ შთააგონა ფრენკი,შეექმნა ისეთი უნივერსალური საკრედიტო ბარათი,რომელიც ნაღდი ფულის ნაცვლად სახელობითი ფულადი დოკუმენტის ფუნქციას შეასრულებდა.მალევე, 1950 წლის 28 იანვარს ფრენკ მაკნამარას კომპანიამ ხმარებაში ჩაუშვა პირველი პლასტიკური ბარათები,რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ქაღალდის ნიშნების (ბანკნოტების) ანუ ნაღდი ფულის შეზღუდვაში. (ავტორი გენია.ჯი)
ფრენკ მაკნამარა