სასჯელად – “ცოცხლად დამარხვა”…
ადამიანთა მოდგმის მიერ გამოგონებულ ათასგვარ საშინელ სასჯელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი სასჯელი – “ცოცხლად დამარხვა” გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ამ უსასტიკესი მეთოდით ამა თუ იმ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს ჯერ კიდევ ძველი რომის იმპერიის პერიოდში სჯიდნენ.მაგალითად,ძველ რომში ცოცხლად დამარხვას უსჯიდნენ იმ ვესტალკებს (რელიგიური კულტის მსახური გოგონები),რომლებიც არღვევდნენ მათ მიერვე დადებულ უბიწოების ფიცს.ცოცხლად დამარხვის წინ კი მსჯავრდებულ ვესტალებს კუბოში ერთი დღის მარაგ საჭმელსა და წყალს უდებდნენ,რასაც სიმართლე რომ ვთქვათ,არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნდა,რადგან ცოცხლად დამარხული ადამიანი უჰაერობის გამო უსაშინლესი ტანჯვა-წამების შედეგად სულ რამდენიმე საათში კვდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ადრექრისტიანული ეპოქის ისტორიაში მრავლად მოიპოვება მაგალითები იმისა,თუ რაოდენ ფართოდ იყო გავრცელებული “ცოცხლად დამარხვის” პრაქტიკა.ასეთ სასტიკ სასჯელს ათეულობით ქრისტიანი წამებული შეეწირა.უცნაურია,თუმცა რამდენიმე ისტორიული წყარო მოწმობს,რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილმა კიევის დიდი მთავრის – იგორის მეუღლემ – ოლღა მოციქულთასწორმა, 945 წელს თავის ქვეშევრდომებს უბრძანა ცოცხლად დაემარხათ დრევლიანელი ელჩები,რაც აღსრულებული იქნა კიდეც.შუა საუკუნეების იტალიაში “ცოცხლად დამარხვა” ემუქრებოდათ მკვლელობაში მსჯავრდებულ იმ პირებს,რომლებიც არ ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს.ცნობილია,რომ თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე XVI – XVIII საუკუნეებში არსებულ ზაპოროჟიეს სეჩში მკვლელებს თავიანთ მსხვერპლთან ერთად ცოცხლად მარხავდნენ.ასეთივე სახის ამაზრზენ სასჯელს მასობრივად გამოიყენებდნენ გერმანელი ფაშისტები მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ებრაელთა წინააღმდეგ. (ავტორი გენია.ჯი)