უილიამ უილკი კოლინსი – “ეპიზოდი”

“ტაფოფობიით” ანუ ცოცხლად დამარხვის შიშით არა მხოლოდ ნიკოლოზ გოგოლი,მარინა ცვეტაევა,არტურ შოპენჰაუერი და ალფრედ და იმანუელ ნობელები იყვნენ შეპყრობილები,არამედ ასეთივე ფობიით იყო დავადებული გამოჩენილი ინგლისელი მწერალი,დრამატურგი და პოპულარული რომანის – “მთვარის ქვის” ავტორი – უილიამ უილკი კოლინსიც (1824-1889 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ინგლისელი მწერალი “ტაფოფობიით” იმდენად ძლიერად გახლდათ შეპყრობილი,რომ იგი ყოველ საღამოს,დაძინების წინ,სპეციალურ “სიკვდილისწინა ჩანაწერებს” აკეთებდა,სადაც ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოუწოდებდა,იმ შემთხვევაში თუკი დილით ვერ გაიღვიძებდა,მანამ არ დაეკრძალათ სანამ სრულიად დარწმუნებული არ იქნებოდნენ მის უეჭველ გარდაცვალებაში. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>