რატომ და ვის მიერ იქნა დაწყევლილი ჰაბსბურგების სამეფო დინასტია?
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ჰაბსბურგების სამეფო დინასტია (გვარი) ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი სამეფო საგვარეულო გახლავთ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ახალ დრომდე. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული გვარის წარმომადგენლებს სხვადასხვა ეპოქებში ეკავათ ავსტრიის,საღვთო რომის იმპერიის,უნგრეთის,ჩეხეთის,ესპანეთის,პორტუგალიის,ნეაპოლის,ხორვატიის,ტრანსილვანიის,მექსიკისა და სხვა ქვეყნების სამეფო ტახტები.ცნობილია,რომ ჰაბსბურგებმა თავიანთი გვარი შვეიცარიის,კერძოდ არაგაუს ოლქში განთავსებული ერთ-ერთი ფეოდალური ციხესიმაგრიდან – “ჰაბიხსტბურგიდან” მიიღეს,რომელსაც მეორე სახელწოდებად – “შავარდნის ციხესიმაგრეს” უწოდებდნენ.ყველაზე ადრეული მფლობელი XI საუკუნეში აგებული “ჰაბიხსტბურგისა”,გრაფი ვერნერ ფონ ჰაბსბურგი გახლდათ.ძველი გადმოცემის თანახმად,გრაფმა ციხესიმაგრის ახლო მდებარე ქალაქში მაცხოვრებელი ულამაზესი გლეხის გოგონა შეაცდინა და ცოლობა დაპირდა. და ეს მაშინ,როდესაც ვერნერს უკვე დანიშნული ჰყავდა გერმანელი ბარონის ქალიშვილი.როდესაც ჰაბსბურგისაგან დაფეხმძიმებულმა გლეხის გოგონამ თავის “სატრფოს” მის მიერ დადებული პირობა შეახსენა,წყვილს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა.სკანდალში გახვეულმა გრაფმა ქვეშევრდომებს უბრძანა ორსული გოგონა თავისი ციხესიმაგრის სარდაფში არსებულ “დონჟონის” ციხის საკანში ჯაჭვით დაებათ და მისთვის შიმშილით სული ამოეხადათ… (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,გრაფმა ვერნერ ფონ ჰაბსბურგმა სასიკვდილოდ გასწირა არა მხოლოდ მის მიერ გზას აცდენილი ქალი,არამედ საკუთარი შვილიც კი.დატუსაღებულმა გლეხის გოგონამ საკანში მალევე იმშობიარა.თუმცა ამით მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა,რადგან როდესაც დედას თავისი საკვები არ გააჩნდა პატარას ვერც ძუძუს აწოვებდა.სწორედ ამ დროს დაწყევლა სიკვდილის პირას მისულმა ქალმა არა მხოლოდ მისი გამაუბედურებელი მამაკაცი,არამედ მისი მოდგმაც. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ გაუბედურებული დედა-შვილის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში,გარეულ ტახზე სანადიროდ წასული გრაფი გარეული ცხოველის მიერ სასიკვდილოდ იქნა დაჭრილ-დასახიჩრებული.ეს მოვლენა კი საწყისი სიგნალი იყო ჰაბსბურგების გვარის წყევლის აღსრულებისა… და ამაში დაგვარწმუნა შემდგომმა 900 წლოვანმა ისტორიამ,რომლის გაცნობასაც გენია.ჯი შემდგომ პოსტებში შეუდგება… (ავტორი გენია.ჯი)
“შავარდენის ციხესიმაგრე”
ჰაბსბურგების დინასტიის გერბი