ვილჰელმ რიჰარდ ვაგნერი წერდა…
“ვაღიარებ,რომ მოკვდავთა უმრავლესობას მართლაც ბედად უწერია სიყვარულს მხოლოდ დროებით ეზიაროს და მთლიანად ვერ იგემოს იგი.ეს გარდაუვალია,რადგან აბსოლუტური სიყვარული და სრულიად უარის თქმა ყოველგვარ სიკეთეზე თავდაცვის ინსტიქტს სპობენ და საფრთხეს უქმნიან თვით ინდივიდუუმის არსებობას.(ავტორი გენია.ჯი) ისინი ზეგავლენას ახდენენ ადამიანის,როგორც სოციალური პიროვნების არსზეც,ვინაიდან გატაცების ტირანული ძალა ადამიანს აიძულებს მარტოსულად იგრძნოს თავი სხვებს შორის,აქეზებს განზე იდგეს თავის მსგავთაგან.
ამასთანავე,რაც უფრო მძლავრია სიყვარული,იგი მით უფრო მეტი ტანჯვის სათავე ხდება სრული ურთუიერთგაგების დროსაც კი,ვინაიდან ახანძრებული გრძნობა სულს ფერფლავს,ხოლო სათაყვანებელ არსებასთან მთლიანად შენივთების შმაგ სურვილს ნიადაგ ახლავს არანაკლებ მძაფრი სურვილი ამ ტყვეობიდან თავის დახსნისა. და ვინაიდან ჩვეულებრივ გრძნობის მონას,მარტოსულსა და უნებისყოფოს,ძალა არ შესწევს გასანთავისუფლებლად,ხსნის გზად არსებობის სიმშვიდე მიაჩნია.
აი,რატომ მეჩვენება ბუნებრივად,რომ თავიანთი მოდგმისა და ცხოვრების მორჩილი ადამიანები ინსტიქტურად გაურბიან აბსოლუტურის სამეფოში შეჭრას,სამეფოში,რომლის საბედისწერო ჯადო იზიდავს ყველას (ან თითქმის ყველას),მაგრამ რომლის ძახილს მხოლოდ განსაკუთრებული ბუნების ადამიანები მიჰყვებიან.ოღონდ მათ უმრავლესობასაც უკან დაბრუნება სწყურია,რამეთუ სიდამწვრე ისე სერიოზულია,სასწრაფო მკურნალობასა და ჩვეულებრივ კეთილგანმზრახველ არსებათა რიგებში ხელახლა ჩადგომის გარეშე ამ ადამიანებს საბედისწერო კატასტროფა ემუქრებათ.
ასეთ ცეცხლს შეიძლება ბოლომდე გაუძლონ მხოლოდ ზოგიერთებმა – მათ შორის ტრისტანმა და იზოლდამ – და მას საკუთარი თავის დაფერფვლის ნება მისცენ.ტრაგიკული დასასრული კატასტროფად მხოლოდ იმათ ეჩვენებათ,ვინც ამ დასასრულს შორიდან უყურებს,ხოლო იმათთვის,ვინც თავად განიცდის მას,სიყვარულის დაგვირგვინებად და იმავე დროს მისი მტანჯველი დესპოტიზმისგან თავის დახსნად მიაჩნია”. – (ავტორი გენია.ჯი)