რამდენიმე ლექსი კორეული პოეზიის კლასიკური ფორმიდან – სიჯო…
მე მეგობარი ცოტა მყავს ქვეყნად:
ფიჭვი,წყარო და კლდეთა დიდება.
და მე ორმაგად ბედნიერი ვარ,
როდესაც მთვარე ამობრწყინდება.
მერწმუნე,ჩემო,მე მოყვარული
სხვა მეგობრები არა მჭირდება.
* * * * * * *
ნათელო,წყნარო მდონარეებო,
თქვენა ხართ ჩემი საუნჯე ახლა.
ერთიღა დავრჩი თქვენი მფლობელი
და ჩემი შემწე ღმერთია მაღლა.
დე,ხარბი კაცის სახელი მერქვას,
არვის დავუთმობ მას,რაიც მახლავს.
* * * * * * *
ჩემზე ამბობენ: მშობლიურ მხარეს
მიდისო,მაგრამ ვაი რომ არა!
პირტახად იქცა ჩემი ვენახი,
მოუვლელობით გაოხრდა ყანა.
იქ,ჩემ პატარა,პაპეულ ქოხში
მთვარემ და ქარის ხმამ დაივანა.
* * * * * * *
მთები გაზაფხულზე მწვანით იმოსება,
შემოდგომის ღამე შემკულია მთვარით.
და ბუნების ჩუმი,უხმო სასწაული
კაცის გულში ბრწყინავს იდუმალი თვალით.
წყალში თევზია და ორბი ირაოს ჰკრავს…
ნუთუ ყველაფერი ეს შემთხვევით არის?
* * * * * * *
გამოვიძინე და ჰა,მარტოკა
ვზივარ და მთების მახარებს ცქერა.
გულით მიყვარდი,ხელმწიფევ ჩემო,
მაგრამ სხვა იყო იმ გულის ძგერა.
არ მიგზავნიან წყალობას მთები:
მაინც კი მათი ყურებით ვტკბები.
* * * * * * *
გზა ჭეშმარიტი დავაგდე ერთ ხანს,
გზა არჩეული დასაბამიდან.
ვიხეტიალე მე უგზოუკვლოდ
და ცთუნებებეში წლები გავიდა.
გვიანღა არის აწ სინანული,
რომ დავადექი იმ გზას თავიდან.
* * * * * * *
არ იცის ჭალამ დაყვედრება,შური და ჭორი,
და უზრუნველად ედინება მდინარე შორით.
ოქროთი ვერვინ შეისყიდის ზუზუზნს ქარისას
და არ მორჩილებს ხელმწიფებას შუქი მთვარისა.
არ ეპუება დღეთ სიავეს მგოსნის დიდება,
მე აქ სიბერე ღვინოსავით მომეკიდება.